21:18:02

ფირნიშები
Share |

ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ირლანდიური საფეხბურთო კლუბის, „დერი სიტის“ კაპიტანი რაიან მაკბრაიდი მოულოდნელად გარდაიცვალა. 27 წლის ირლანდიელი მცველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მაკბრაიდმა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, შაბათს ირლანდიის პრემიერლიგის მატჩში „დროედა იუნაიტედის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მეორე დღეს საკუთარ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

რაიან მაკბრაიდს განსაკუთრებული კარიერა არ ჰქონია, მაგრამ ირლანდიის ჩემპიონატში, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 4 ტური გაიმართა, ჩინებულად ირჯებოდა და 4 ჩატარებულ მატჩში 2 გოლიც ჰქონდა გატანილი.



სხვა ამბები

„რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ

სამაუწყებლო კომპნია „რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, განცხადებას ავრცელებენ, სადაც „რუსთავი2“-ის თანამშრომლებისთვის წილის 51%-ის მფლობელის, „ტელეკომპანია საქართველოს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის გადაცემის დეტალებს განმარტავენ.

დაწვრილებით  

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17
02:00-06:00
Fairfrom west-northwest12°C2.0m/s
0mm
06:00-12:00
Light rain showersfrom west-southwest12°C1.8m/s
0.7mm
12:00-18:00
Rain showersfrom north-northeast19°C0.9m/s
2.2mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northwest18°C2.5m/s
0mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C2.3m/s
0mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom southeast20°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast21°C0.7m/s
3.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31