15:01:53

ფირნიშები
Share |

ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ირლანდიური საფეხბურთო კლუბის, „დერი სიტის“ კაპიტანი რაიან მაკბრაიდი მოულოდნელად გარდაიცვალა. 27 წლის ირლანდიელი მცველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

მაკბრაიდმა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, შაბათს ირლანდიის პრემიერლიგის მატჩში „დროედა იუნაიტედის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მეორე დღეს საკუთარ ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

რაიან მაკბრაიდს განსაკუთრებული კარიერა არ ჰქონია, მაგრამ ირლანდიის ჩემპიონატში, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო და ჯერ-ჯერობით მხოლოდ 4 ტური გაიმართა, ჩინებულად ირჯებოდა და 4 ჩატარებულ მატჩში 2 გოლიც ჰქონდა გატანილი.



სხვა ამბები

ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში ხვალ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხომაზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

დაწვრილებით  

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
19:00-00:00
Partly cloudyfrom west-3°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31