21:31:47

ფირნიშები
Share |

„ბორჯღალოსნები“ რუმინეთში დამარცხდნენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული კი შეცდომით გამოცხადდა [Photos]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, სტუმრად რუმინეთში მასპინძელ ნაკრებთან 7:8 დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული, ისევე როგორც ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც ყოველწლიურად საქართველო-რუმინეთს შორის თამაშდება, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუთმო, თუმცა მანამდე, მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული რაგბის ორგანიზატორთა შეცდომის გამო ტიტული ჯერ „ბორჯღალოსნებს“ მიენიჭათ, შემდეგ კი გამარჯვებულად რუმინეთი გამოცხადდა.

„ბორჯღალოსნები“ პირველ ტაიმში დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, შესვენებაზე მხოლოდ ორქულიანი (7:5) უპირატესობით გავიდნენ, მეორე ნახევარში კი მათმა დამრტყმელმა, როგორც იქნა, გააძვრინა ბურთი ძელებს შორის და თავისი გუნდი საბოლოოდ დააწინაურა.

შეხვედრა ქართველებისთვის უკიდურესად უიღბლოდ დაიწყო: გიორგი ნემსაძე ბურთიანად მარჯვენა ფრთაზე ხაზის გარღვევას ცდილობდა, როდესაც წაიქცა და ბურთი დაკარგა. რუმინელთა მგეზავმა უმალ ჩვენი 22-ის ხაზისკენ გადაკიდა, სადაც გაზონმა ბურთი მერაბ კვირიკაშვილისთვის მაქსიმალურად უხერხულად აისხლიტა და იქვე გაჩენილ ორ რუმინელს ერთი ქართველი ფულბეკი ვეღარ გადაეღობა და ლელო დაიდო. გამოცდილი კატალინ ფერკუს ლელოს გარდასახვა გუნდის ლიდერმა ფლორინ ვლაიკუმ ითავა, მაგრამ ვერ მოახერხა. ეს ერთადერთი დადებითი მომენტი იყო იმ ერთწუთიან მონაკვეთში, რადგან ნემსაძე მოედნიდან ექიმების დახმარებითღა გავიდა და ვეღარც დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ვლაიკუს ჩვეულად რომ დაერტყა გარდასახვა-ჯარიმები, პირველ ტაიმს სოლიდური სხვაობით წავაგებდით. პირველ ნახევარში კი „ბორჯღალოსნები“ მაინც წინ გავიდნენ: 35-ე წუთზე მერაბ შარიქაძემ კარგი ლელო დადო და წონასწორობა აღადგინა, რაც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და საქართველო დააწინაურა- 7:5. მანამდეც და ტაიმის ბოლო 5 წუთიც „ბორჯღალოსნები“ უტევდნენ, ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი კი ის იყო, რომ რუმინელებმა ერთი-ორი შერკინება დამაჯერებლად მოგვიგეს.

მეორე ტაიმში იყო უმძიმესი ბრძოლა, რუმინელთა სახასიათო პატარ-პატარა სიბინძურეები, მაგრამ მთავარი - ქართველთა სათამაშო უპირატესობა სადღაც გაქრა, ბოლოს კი ვლაიკუმ სამიზნე გაისწორა და გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ რუმინეთის ნაკრებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადაეცა, ხოლო რაგბი ევროპამ საჩემპიონო თასი საქართველოს გადასცა. ტურნირის წესების მიხედვით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გამარჯვებულად ურთიერთ შეხვედრაში წარმატებული ვლინდება, ანუ წესითა და კანონით, ჩემპიონად რუმინეთი უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ტურნირი საქართველომ და რუმინეთმა 19-19 ქულით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრაში კი რუმინეთმა იმარჯვა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად და სასიხარულოდ, რაგბი ევროპამ ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ჩვენს გუნდს გადასცა და ვიდრე რუმინელები ანთიმოზ ივერიელის თასს ეუფლებოდნენ, ქართველები ოფიციალურ საჩემპიონო ფართან მილოცვებს იღებდნენ. შეიქმნა უხერხული სიტუაცია, თუმცა საბოლოოდ „ბორჯღალოსნებს“ თასი ჩამოერთვათ, ჩემპიონებად კი რუმინელი „მუხები“ გამოცხადდნენ.



სხვა ამბები

არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. დაწვრილებით  

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა [Photos]

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
02:00-06:00
Clear skyfrom southwest2°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west1°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31