02:01:41

Share |

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტი წყვილები ცნობილია

2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გამართულმა კენჭისყრამ ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელის, იან რაშის თანხლებით ჩაიარა.

კენჭისყრაზე, სადაც არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა და ნებისმიერ გუნდს შეიძლებოდა ნებისმიერი გუნდი შეხვედროდა (მიუხედავად მათი საერთო ქვეყნის წარმომადგენლობისა), რვა ევროპული საფეხბურთო კლუბი შემდეგნაირად დაწყვილდა:

მადრიდის ატლეტიკო (ესპანეთი) – ლესტერ სიტი (ინგლისი)

დორტმუნდის ბორუსია (გერმანია) – მონაკო (საფრანგეთი)

ბაიერნი (გერმანია) – მადრიდის რეალი (ესპანეთი)

იუვენტუსი (იტალია) – ბარსელონა (ესპანეთი)

მეოთხედფინალური შეხვედრების პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს, ხოლო საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 18 და 19 აპრილს გაიმართება.



ფირნიშები

სხვა ამბები

სოფელ ბუშეტში ამბულატორია აშენდება

2017 წელს თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში სამედიცინო ამბულატორია აშენდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა გიორგობიანმა განუცადა, სამედიცინო დაწესებულება ოთხი სოფლის: ხოდაშნის, ბუშეტის, ვანთისა და აკურის მცხოვრებლებს მოემსახურება.

დაწვრილებით  

ელისო კილაძის შვილს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს - დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი დავით ხარშილაძის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურამ კი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31