06:03:11

ფირნიშები
Share |

ზაზა ფაჩულიამ NBA-იში თავის პირველ კლუბთან ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“ შინ ქართველი კალათბურთელის პირველი ამერიკული კლუბი - „ორლანდო მეჯიქი“ 122:92 გაანადგურა. ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეოთხე ორმაგი დუბლი მიითვალა. იგი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, რა დროშიც ერთადერთი კალათბურთელი გახდა, ვინც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 8-დან 5 ორქულიანიც ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „გოლდენ სტეიტმა“ პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობა მოიპოვა, რომლის აღმოფხვრაც ფლორიდელებმა ვეღარ მოახერხეს, კალიფორნიელებმა კი თავიანთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მატჩში ყველაზე მეტი, 29 ქულა ფაჩულიას თანაგუნდელ კლეი თომპსონის ანგარიშზეა.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 54 მოგებითა და 14 მარცხით NBA-ში დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მეორე ადგილს კი „სან ანტონიო სპურზი“ 52 მოგებით იკავებს. მომდევნო მატჩში 19 მარტს, ფაჩულიას გუნდი შინ ასევე მის ყოფილ კლუბს - „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.



სხვა ამბები

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

დაწვრილებით  

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება

23 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი ქუთაისის აეროპორტიდან შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით. რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
10:00-12:00
Rainfrom east-southeast18°C0.6m/s
0.9mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31