12:23:59

ფირნიშები
Share |

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდა [Photos]

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა და ცნობილი გახდა იმ რვა საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომლებიც თასისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. ტურნირს გამოეთიშა თორნიკე ოქრიაშვილის რუსული კლუბი „კრასნოდარიც“, რომელიც ესპანურმა „სელტამ“ დაამარცხა.

კრასნოდარში გამართული შეხვედრა სტუმარმა ვიგოს „სელტამ“ ორი ბურთის სხვაობით მოიგო, რომელმაც პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც დაამარცხა „კრასნოდარი“ და საერთო ანგარიშით 4:1 იმარჯვა.

ცენტრალური მატჩი იტალიის დედაქალაქ რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგა, სადაც მასპინძელ „რომას“ ლიონის „ოლიმპიკის“ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებოდათ, თუმცა შეხვედრა სტუმრებისთვის დაიწყო კარგად და მუკტარ დიახაბიმ მე-16 წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სამი უპასუხო ბურთის გატანა მართებდათ. მასპინძლებმა ერთ წუთში გაათანაბრეს: დანიელე დე როსის მოწოდებულ სტანდარტულს ჰოლანდიელი კევინ სტროოტმანის ახლო მანძილიდან გატანილი ბურთი მოჰყვა. „ჯალოროსო“ უპირატესობას ფლობდა და შესვენებამდე რამდენჯერმე წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა მეორე ბურთის გატანა მხოლოდ მე-60 წუთზე შეძლეს: სტეფან ელ შაარავიმ კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, ბურთი ლიონელმა მცველმა მოიგერია, თუმცა მის წინ მდგარ პარტნიორს მოხვდა და ბურთი ფრნაგული გუნდის კარში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში მასპინძელი რომაელები მესამე გოლის გატანას ძალიან ცდილობდნენ, თუმცა აღარაფერი გამოუვიდათ და შემდეგ ეტაპზე „ლიონი“ გავიდა.

მეოთხედფინალისტი გახდა სტამბოლის „ბეშიქთაშიც“, რომელმაც შინ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დამაჯერებლად სძლია. მასპინძლებმა თამაში მშვენივრად დაიწყეს და კამერუნელი ვენსან აბუბაკარისა და ჰოლანდიელი რაიან ბაბელის გოლებით მალევე დაწინაურდნენ, თუმცა მალე მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა: 31-ე წუთზე „ოლიმპიაკოსმა“ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 39-ე წუთზე აბუბაკარი არასპორტული საქციელის გამო მინდვრიდან გააძევეს და სტამბოლელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ბერძნულმა კლუბმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და მეორე ტაიმში კიდევ ორი ბურთი გაუშვა – 4:1.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლეგენდარულ „ოლდ ტრაფორდზე“ „როსტოვი“ მიიღო და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით იმარჯვა. გამარჯვების მომტანი ბურთი 70-ე წუთზე ხუან მატამ გაიტანა, რომელმაც მის მიერ წამოწყებული შეტევა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა.

გლადბახი-შალკეს გერმანული დაპირისპირება პირველი მატჩის მსგავსად ფრედ დასრულდა და გასვლაზე გატანილი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე გელზენკირხენის „შალკე 04“ გავიდა.

რვა მეოთხედფინალისტ კლუბს (აიაქსი, ანდერლეხტი, ბეშიქთაში, გენკი, ლიონი, მანჩესტერ იუნაიტედი, სელტა, შალკე) დღეს კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ, შეხვედრები კი 13 და 20 აპრილს გაიმართება.

განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩების სრული შედეგები:

კრასნოდარი   0-2   სელტა

რომა   2-1   ლიონის ოლიმპიკი

ბეშიქთაში   4-1   ოლიმპიაკოსი

მანჩესტერ იუნაიტედი   1-0   როსტოვი

აიაქსი   2-0   კოპენჰაგენი

ანდერლეხტი   1-0   ა.პ.ო.ე.ლ.

გენკი   1-1   გენტი

მიონხენგლადბახის ბორუსია   2-2   შალკე 04



სხვა ამბები

სასამართლო - მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ასევე თორნიკე ტ-ს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

დაწვრილებით  

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom northeast27°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31