22:50:46

ფირნიშები
Share |

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გუნდი გამოვლინდა [Photos]

2016-2017 წლების UEFA-ს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე უკანასკნელი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა და ცნობილი გახდა იმ რვა ევროპული საფეხბურთო კლუბის ვინაობა, რომლებიც თასისათვის ბრძოლას გააგრძელებს.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა „მონაკომ“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და რთული ამოცანის მიუხედავად ორმატჩიანი დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულა. როგორც იცით პირველი შეხვედრა ინგლისში მასპინძელი „სიტის“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა, მონეგასკურ კლუბს კი განმეორებით შეხვედრაში მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით სჭირდებოდა გამარჯვება. შეხვედრა სწორედ მასპინძლების იერიშებით დაიწყო და პირველი ტაიმიც მათივე უპირატესობით დასრულდა: 18 წლის კილიან მპაბემ მე-8 წუთზე სწრაფი გოლი გაუტანა პეპ გვარდიოლას გუნდს, ბრაზილიელმა მცველმა ფაბინიომ კი 29-ე წუთზე სხვაობა გაზარდა და „მონაკოს“ დასახული მიზანი აუსრულა. მეორე ტაიმი მანჩესტერელებმა შედარებით უკეთ დაიწყეს და თუ პირველ ტაიმში კარში დარტყმაც კი ვერ მოახერხეს, მეორეში გოლიც გაიტანეს - რაჰიმ სტერლინგის ზუსტი დარტყმა „მონაკოს“ ხორვატმა კიპერმა დანიელ სუბაშიჩმა მოიგერია, თუმცა ბურთს იქვე ლეროი სანე დახვდა, 71-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და ტაბლოზე „მანჩესტერ სიტისთვის“ ხელსაყრელი ანგარიში აანთო. ლეონარდო ჟარდიმის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კვლავ დასჭირდა გოლის გატანა, რაც მალევე შეძლო - 6 წუთში სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებული ბურთი ტიმუე ბაკაიოკომ თავით გადაგზავნა ვილი კაბალიეროს კარში. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „მონაკო“ დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში.

პარალელურად მადრიდში მიმდინარე უინტერესო მატჩი, სადაც ყველაფერი პირველ შეხვედრაში გადაწყდა, როდესაც „ატლეტიკომ“ სტუმრად ლევერკუზენში „ბაიერს“ 4:2 სძლია, ნულოვანი ფრით დასრულდა და დიეგო სიმეონეს გაწვრთნილმა გუნდმა იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

რვა მეოთხედფინალისტ კლუბს (ატლეტიკო, ბაიერნი, ბარსელონა, დორტმუნდი, იუვენტუსი, ლესტერი, მონაკო, რეალი) 17 მარტს კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ, მატჩები კი 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება.



ამავე თემაზე:

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ [Photos]

ბარსელონამ“ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა [Video – Photos]

„ლესტერ სიტი“ საფეხბურთო მინი-სენსაციის ავტორი გახდა [Photos]

სხვა ამბები

10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია იწყება

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. დაწვრილებით  

ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 35 წლის, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 41 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 36 წლის, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31