09:05:36

Share |

„ლესტერ სიტი“ საფეხბურთო მინი-სენსაციის ავტორი გახდა [Photos]

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „ლესტერ სიტი“ განაგრძობს საკუთარი საფეხბურთო ისტორიის წერას - ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა მოკრძალებულმა კლუბმა ამჯერად „სევილია“ დაამარცხა და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის პირველად მოხვდა. ამ მაჩვენებლით „ლესტერი“ მერვე ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის აღნიშნულ ეტაპამდე გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პლეი-ოფში „ლესტერ სიტიმ“ პირველი შეხვედრა სტუმრად სევილიაში მინიმალური სხვაობით (1:2) წააგო. განმეორებით მატჩში მწვრთნელგამოცვლილი „მელიები“ საკუთარ მინდორზე ესპანელთა წინააღმდეგ უაღრესად მოტივირებულნი გავიდნენ. ორმხრივ ბრძოლებში მიმდინარე თამაშში ანგარიში „ლესტერის“ იამაიკელმა კაპიტანმა უეს მორგანმა გახსნა, როდესაც ჯარიმიდან მოწოდებულ ბურთს 27-ე წუთზე საჭირო ადგილას დახვდა და კარში მუხლით მიუჩინა ადგილი და პირველი იამაიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. ეს ანგარიში ხორხე სამპაოლის გაწვრთნილ სევილიურ გუნდს არ აწყობდა და ლესტერელთა კარს შეუტია, თუმცა მასპინძლები თავს მწყობრად იცავდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისური კლუბის რიგითი შეტევა მარკ ოლბრაიტონმა 54-ე წუთზე ცაცია დარტყმით დაასრულა და ანგარიში გაზარდა - 2:0. ამის შემდეგ „სევილია“ საბოლოოდ გამოფხიზლდა და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა. 74-ე წუთზე ფეხბურთელთა კინკლაობის გამო იტალიელმა არბიტრმა „სევილიელი“ სამირ ნასრი გააძევა, თუმცა თითქოს უმწეო სიტუაციაში მყოფ ანდალუსიურ გუნდს ხუთ წუთში თავად დაეხმარა - ინგლისური კლუბის საჯარიმოში გამოგონილი დარღვევა დააფიქსირა, მეკარე კასპერ შმაიხელი გააფრთხილა და არარსებული პენალტი დანიშნა, რომელიც სტივენ ნ’ზონზიმ უხეიროდ შეასრულა და „ლესტერის“ დანიელ გოლკიპერს მისი მოგერიება არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ კასპერ შმაიხელმა „სევილიელებს“ ორივე შეხვედრაში აუღო თერთმეტმეტრიანები. დარჩენილ დროში ესპანური კლუბის უამრავი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და მეოთხედფინალის საგზური კრეიგ შექსპირის დამოძღვრილმა გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

პარალელურად უინტერესო მატჩი მიმდინარეობდა, რომელშიც ყველაფერი თავიდანვე გარკვეული იყო. მასპინძელმა ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალას პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი თერთმეტმეტრიანით სძლია „პორტოს“, რომელიც აღნიშნული დარღვევის დროს ათი ფეხბურთელით დარჩა მოედანზე. ორი მატჩის ჯამში საერთო ანგარიშით 3:0 გამარჯვებული იტალიის ჩემპიონი გუნდი აუღელვებლად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

დღეს უკანასკნელი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება: მონაკო - მანჩესტერ სიტი და მადრიდის ატლეტიკო - ლევერკუზენის ბაიერი



ამავე თემაზე:

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ [Photos]

„ბარსელონამ“ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა [Video – Photos]

ფირნიშები

სხვა ამბები

მიქაელ ბოტკოველი: პროტესტის ნიშნად ვტოვებ პატრიარქის მდივნის თანამდებობას

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა თანამდებობა დატოვა. დეკანოზის განმარტებით, მან თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. დაწვრილებით  

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 30.04.17
14:00-18:00
Partly cloudyfrom northeast17°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north17°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31