17:29:13

ფირნიშები
Share |

გურამ თუშიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალბედა მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს 4 შეხვედრის მოსაგებად და ოქროს მედლის მოსაპოვებლად 6 წუთი დასჭირდა.

ჭაბუკებს შორის მსოფლიოს, ხოლო ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონმა, თუშიშვილმა უფროსებში, ამ რანგის შეჯიბრებაზე სულ მეორედ იასპარეზა. დილის პროგრამაში თუშიშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე იპონით მოიგო. პირველ წრეში აზერბაიჯანელ აიხან ჯაფაროვს პირველივე შეტევით მე-20 წამზე სძლია. მეოთხედფინალში გრან სლემზე პირველ ნომრად განთესილ მრისხანე მეტოქეს – მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის პრიზიორს, 29 წლის ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაეჭიდა და ულამაზესი კისრულით დაამარცხა. ასევე სუფთა გდებით, სულ რაღაც წუთსა და 6 წამში აჯობა ნახევარფინალში, აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურს, ფინალში კი მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის ფინალისტს, ბაქოში მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორს 59 წამი აკმარა. ბაქოს გრან სლემის ჩემპიონობით გურამ თუშიშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში 49-ე ადგილიდან დაახლოებით 30-საფეხურიანი დაწინაურება გაინაღდა.

ირაკლი ცირეკიძის გუნდის კიდევ ერთი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ძირითად ბადეში მან ბოსნია-ჰერცეგოვინელი ჰარუნ სადიკოვიჩის იპონით ძლევის შემდეგ, გრან სლემზე მეორე ნომრად განთესილ უნგრელ ბარნა ბორთან ოქროს დროში, შიდოთი წააგო. რეპეშაჟის ნახევარფინალში ბუღაძემ ჰოლანდიელი როი მეიერი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი უშანგი კოკაურს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 ქულაც გაინაღდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანიც, რომელიც ტურნირში მეორე წრიდან – მერვედფინალში ჩაება. იაპონელ იუსუკე კობაიაშისთან დაჭიდებითა და ძლიერი მეტოქის უილეთო ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მარგიანმა ტურნირის მეორე ნომერს – აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვერაფერი მოუხერხა – მეორე წუთზე შეეკრა, იპონით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ესტონელ მატიას კუუსიკს წუთნახევარში სძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მარგიანმა აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი ნახევარ წუთში კონტრ-ილეთით ბეჭებზე დააგდო.

66 კილოგრამის სატურნირო ბადეში შეჯიბრება პირდაპირ მერვედფინალებით დაიწყო. საქართველოს 2014 წლის ჩემპიონმა ლაშა გიუნაშვილმა გრან სლემი ყაზახ გაბიტ იასიმბეტოვთან წუთსა და 6 წამში შესრულებული ეფექტური სუფთა გდებით გახსნა. მომდევნო შეხვედრაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ (2005 წელს) ნიჯათ შიხალიზადეს დაეჭიდა და მესამე წუთის ბოლოს შებოჭვაზე მოჰყვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში გიუნაშვილმა მონღოლ ხერლან განბოლდს ვაზარით სძლია. გადამწყვეტ შეხვედრაში კი მოლდოველ დენის ვიერუს ვაზარითვე აჯობა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.


საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით 21 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.



სხვა ამბები

აგროდაზღვევის პროგრამა აპრილიდან განახლდება

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა აპრილიდან განახლდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს პროგრამის დაფარვის მასშტაბები გაიზრდება. დაწვრილებით  

საქართველოში რუსული ენის დავიწყება იქნება პრინციპულად არასწორი - პრეზიდენტი

რუსული ენა, რომლითაც ვურთიერთობთ აფხაზებთან, ოსებთან, აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, არ უნდა იყოს მივიწყებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, რუსული ენა ინფორმაციის გავრცელებისთვის ძალიან კომფორტული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31