17:29:08

ფირნიშები
Share |

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [Photos]

ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რუსეთს უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ახლოს იყო ოპტიმალურთან, უკვე ჩვევად ქცეული რუსეთის რბევა არ შედგა - მიმდინარე ტურნირში „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ-ჯერობით სწორედ „დათვებისგან“ მიიღეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

პირველ ტაიმში გიორგი კოშაძისა და ვასილ ლობჟანიძის ლელოებს მეორე ტაიმში კიდევ ორი დაემატა იგივე ლობჟანიძისა და დავით კაჭარავასი. ოთხივე ლელო მერაბ კვირიკაშვილმა უნაკლოდ გარდასახა, ხოლო რუსებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს.

მიმდინარე გათამაშებაში უკანასკნელ მატჩს საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ჩაატარებს.

თბილისი, „დინამო არენა, 54 ათასი მაყურებელი

საქართველო - რუსეთი 28:14

საქართველო:მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი სვანიძე, გიორგი კოშაძე, დავით კაჭარავა, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე (გელა აფრასიძე 74); მიხეილ ნარიაშვილი (გიორგი თეთრაშვილი 69), ჯაბა ბრეგვაძე (ზურაბ ჟვანია 69), ლაშა ტაბიძე (სოსო ბეკოშვილი 45), გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე (ლაშა ლომიძე 59), გიორგი ცუცქირიძე (საბა შუბითიძე 71), მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

4 ლელო: კოშაძე, ლობჟანიძე (2), კაჭარავა.

4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4)

რუსეთი:იური კუშნარიოვი,იგორ კურაშოვი (ალექსეი მიხალცოვი 71), დმიტრი გერასიმოვი, ვასილი არტემიევი, დენის სიმპლიკევიჩი, რამილ გაისინი, კონსტანტინ უზუნოვი (ანტონ რიაბოვი 78); ვალერი მოროზოვი (დმიტრი კროტოვი 15-27), ნაზირ ჰასანოვი (სერგეი ჩერნიშოვი 71), აზამათ ბითიევი (ვლადიმირ პოდრეზოვი 71), ევგენი იელგინი, ინოკენტი ზიკოვი (ევგენი პრონენკო 61), ვიკტორ გრესევი, თაგირ ჰაჯიევი (პრონენკო 16-27, დმიტრი გრიცენკო 61), პაველ ბუტენკო

მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი

ლელო: კუშნარიოვი, კროტოვი

2 გარდასახვა: კუშნარიოვი (2)

სინბინი: მოროზოვი (15-27)

რეფერი : იენ ტემპესტი (ინგლისი)

კომისარი: დომენიკო სირონი (იტალია)



სხვა ამბები

მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

დაწვრილებით  

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა

ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. გარდაცვლი უნგრელი მოთხილამურეა, რომელიც ყაზბეგში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა კობის მხარეს მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31