06:42:25

ფირნიშები
Share |

სან ანტონიოში მარცხისას ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა

ზაზა ფაჩულია NBA-ში თავისი კლუბის, „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ სტუმრად სან ანტონიოს „სპურზთან“ მარცხისას (107:85) სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 20 წუთში გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. კალიფორნიელთა ქართველმა ცენტრმა ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო სროლაც ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „გოლდენ სტეიტს“ გუნდის ლიდერები სტეფ კარი, კლეი თომპსონი და დრეიმონდ გრინი აკლდნენ, რადგან ისინი მწვრთნელმა დაასვენა. მასპინძელი ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და ფაჩულიას გუნდიც შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყო.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 52 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს კი ზუსტად იმავე შედეგით - 52 მოგებითა და 14 წაგებით სწორედ „სან ანტონიო სპურზი“ იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ შინ ფილადელფიის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 15 მარტს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.



სხვა ამბები

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ორი საჰაერო იერიშის შედეგად სირიაში 35 ადამიანი დაიღუპა

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

უკრაინაში აფეთქების შედეგად 8 მაღაროელი დაიღუპა

დასავლეთ უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი მეთანის აფეთქებისა და ნგრევის შედეგად სულ მცირე 8 მაღაროელი დაიღუპა. ლვოვის რეგიონში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20 მაღაროელი დაკარგულად ითვლება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 23.02.18
11:00-12:00
Partly cloudyfrom east5°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east6°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast6°C0.5m/s
0mm
შაბათი 24.02.18 12:00-18:00
FairNNW8°C0.1m/s
0mm
კვირა 25.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast9°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 10:00-16:00
Rainfrom west-southwest6°C0.7m/s
2.1mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31