17:28:50

ფირნიშები
Share |

გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

დღეს, გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017 ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo).

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით გაიმართება.

სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრეტიდებულ ელჩებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად საკურორტო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აშენებულ სასტუმროს „გუდაური ინნ“-ს გახსნის.



სხვა ამბები

კახეთში 4 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კახეთს რეგიონში დაახლოებით 4 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ელეტროენერგის გარეშე დარჩენილია ლაგოდეხის და ახმეტის მუნიციპალიტეტების 12, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 7 და თელავის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა.

დაწვრილებით  

ბანკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებულ დიმიტრი გოლავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31