23:39:54

ფირნიშები
Share |

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ სერბების შემადგენლობა ცნობილია

სერბეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა საქართველოსთან სათამაშოდ ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა. 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 24 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

მუსლინის სიაში, რა თქმა უნდა, არ არიან მიმდინარე შესარჩევი ციკლის წინა მატჩებში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები: მცველი მატია ნასტასიჩი (შალკე 04) და ნახევარმცველი ალექსანდარ კატაი (ალავესი). სამაგიეროდ სერბების ეროვნულ გუნდში ორი დებიუტანტია და ორივე თავდამსხმელი: ფრანკფურტის „აინტრახტის“ წევრი მიატ გაჩინოვიჩი და ბელგრადის „პარტიზანის“ ახალგაზრდა ფორვარდი უროშ ჯურჯევიჩი, რომელიც სერბეთის ნაკრებში ერთადერთი სერბული კლუბის წარმომადგენელია - მის გარდა სლავოლიუბ მუსლინის კრებულში ყველა სხვა მოთამაშე ლეგიონერებს წარმოადგენენ.

საქართველოს მეტოქე სერბეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი სია ასეთია:

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (ნოტინგემ ფორესტი), პრედრაგ რაიკოვიჩი (თელ-ავივის მაკაბი), ალექსანდარ იოვანოვიჩი (ორჰუსი).

მცველები:ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი), ნიკოლა მაქსიმოვიჩი (ზენიტი), უროშ სპაიჩი (ანდერლეხტი), ივან ობრადოვიჩი (ანდერლეხტი), იაგოშ ვუკოვიჩი (ქონიასფორი), სტეფან მიტროვიჩი (გენტი), ალექსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რუკავინა (ვილიარრეალი).

ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი), ნემანია მატიჩი (ჩელსი), ლუკა მილოვოიევიჩი (კრისტალ პალასი), ლიუბომირ ფეისა (ბენფიკა), ნემანია რადოია (სელტა), ზორან ტოშიჩი (მოსკოვის ც.ს.კ.ა.), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი).

თავდამსხმელები:ლაზარ მარკოვიჩი (ჰალ სიტი), ალექსანდარ მიტროვიჩი (ნიუკასლ იუნაიტედი), ანდრია პავლოვიჩი (კოპენჰაგენი), მიატ გაჩინოვიჩი (აინტრახტი), უროს ჯურჯევიჩი (პარტიზანი).



სხვა ამბები

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა და სანაცვლოდაც 7 ათასი დოლარი მოთხოვა. დაწვრილებით  

ავღანეთში პოლიციელმა 11 თანამებრძოლი მოკლა და „თალიბანს“ შეუერთდა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქ ლაშქარგაჰში ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა საგუშაგო პოსტზე თავისი 11 კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სამხედრო ავტომობილით გაქცევა მოახერხა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31