01:03:19

ფირნიშები
Share |

ევროპა ლიგაზე პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა [Photos]

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირი, UEFA-ს ევროპა ლიგა მერვედფინალური მატჩებით განახლდა. ევროპის ქალაქებში გამართული რვა შეხვედრიდან ერთში პრაქტიკულად უკვე გაირკვა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა.

„გენტისა“ და „გენკის“ ბელგიურ წყვილში სტუმრებმა 5:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს, დანარჩენი შვიდი მატჩის მიხედვით კი ინტრიგა ასე თუ ისე შენარჩუნდა და ყველაფერი განმეორებითი საპასუხო მატჩებისას გაირკვევა.

უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით მოიგო ვიგოს „სელტამ“, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი „კრასნოდარი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა, რაც რუსულ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის შანსებს უტოვებს.

დიდ ინტერესს იწვევდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სტუმრობა რუსეთში - „როსტოვთან“ შეხვედრა ჟოზე მოურინიოს გუნდმა ფრედ დაასრულა, რადგან 35-ე წუთზე ჰენრიხ მახითარიანის გოლით დაწინაურებულ „წითელ ეშმაკებს“ მასპინძელმა ალექსანდრ ბუხაროვმა 53-ე წუთზე გაუთანაბრა.

სათამაშო დღის მეორე ცენტრალური მატჩი ქალაქ ლიონში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ოლიმპიკმა“ უხვგოლიან შეხვედრაში შესანიშნავ ფორმაში მყოფი „რომა“ დაამარცხა. ლიონელებმა პირველი ტაიმი 1:2 დათმეს, თუმცა მეორეში სამი გოლი გაიტანეს და მეტოქეზე სოლიდური უპირატესობა შეიქმნეს.

დანარჩენ შეხვედრებში გამოსაყოფია ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მინიმალური ანგარიშით გამარჯვება კვიპროსში და „კოპენჰაგენის“ მიერ ამსტერდამის „აიაქსის“ ასევე ერთბურთიანი სხვაობით დამარცხება.

გუნდებს შორის განმეორებითი საპასუხო შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 16 მარტს გაიმართება.

პირველი 1/8-ფინალური მატჩების სრული შედეგები:

ა.პ.ო.ე.ლ.   0-1   ანდერლეხტი

კოპენჰაგენი   2-1   აიაქსი

როსტოვი   1-1   მანჩესტერ იუნაიტედი

სელტა   2-1   კრასნოდარი

გენტი   2-5   გენკი

ლიონის ოლიმპიკი   4-2   რომა

ოლიმპიაკოსი   1-1   ბეშიქთაში

შალკე 04   1-1   მიონხენგლადბახის ბორუსია



სხვა ამბები

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი. დაწვრილებით  

პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს [Photos]

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 21.02.18
05:00-06:00
Partly cloudyfrom west0°C0.5m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west0°C0.4m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east4°C1.6m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom south-southeast4°C0.4m/s
0mm
ხუთშაბათი 22.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east5°C0.6m/s
0mm
პარასკევი 23.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast7°C1.2m/s
0mm
შაბათი 24.02.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-northwest5°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31