09:07:39

Share |

თელავის ბაღებში პროექტი „საბავშვო ძიუდო“ დაიწყება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი „საბავშო ძიუდო“ თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 

დიღმის ძიუდოს აკადემიაში გამართულ ვარჯიშს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაესწრნენ.

 „მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებაში ჩართულია საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი პრიორიტეტია მასობრიობა და ამ კუთხით ეს პროექტი გამორჩეულია. ფედერაციას დაგეგმილი აქვს პროექტის განხორციელება რეგიონებშიც, რაც სამომავლოდ ამ პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის“,- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პროექტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოწონებაც დაიმსახურა. ბავშვებს სხვადასხვა ვარჯიშები შესთავაზეს და ქართველ სპეცილისტებს გამოცდილება თბილისში მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორებმა გაუზიარეს. 

„პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ბავშვების, ისე მშობლების მხრიდან, ეს არის ერთგვარი საპილოტე პროექტი და უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ საბავშვო ბაღებში შესვლას. ვიწყებთ თელავიდან და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოვიცავთ. ბავშვებს ადრეულ ეტაპზევე მივცემთ შესაბამის განათლებას, რითიც სამომავლოდ ვუბიძგებთ პროფესიულ სპორტში ჩართვისკენ“, - აღნიშნა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.



ფირნიშები

სხვა ამბები

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. დაწვრილებით  

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
13:00-18:00
Cloudyfrom east11°C2.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east11°C1.8m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.1m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast14°C1.3m/s
1.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31