08:47:49

ფირნიშები
Share |

ზაზა ფაჩულიამ ყოფილ კლუბთან გამარჯვებაში წვლილი 6 ქულით შეიტანა

NBA-ში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი „ატლანტა ჰოუკსი“ 119:111 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად „გოლდენ სტეიტის“ სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში მხოლოდ 15 წუთი დაჰყო.

ქართველმა ცენტრმა თავის გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 6-დან სამი ორქულიანი გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის პარკეტზე ყოფნის დროს „გოლდენ სტეიტმა“ მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო, რაც ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩდნა, რომელიც „ვორიორზმა“ 33:24 მოიგო, რის შემდეგაც მატჩის ბოლომდე ატლანტელები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. შეხვედრაში ყველაზე მეტი 24-24 ქულა სტეფ კარისა და ანდრე იგუადალას ანგარიშზეა.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 52 მოგებითა და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრაში 9 მარტს შინ ბოსტონის „სელტიკსს“ დაუპირისპირდება.



სხვა ამბები

ფიტარეთის მონასტრამდე მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა [Photos]

თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქცის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა. დაზიანებული გზის გამო, ხიდზე გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

დაწვრილებით  

თელავში იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
13:00-18:00
Clear skyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31