12:10:13

ფირნიშები
Share |

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე - უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა 21-ე მემორიალზე ასპარეზობს. რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები უკვე შეივსო და ქართველების ანგარიშზეც ორი მედალია - კვარცხლბეკზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) ავიდნენ, რომელთაც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ზოიძემ დილის პროგრამა წაგების გარეშე ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან 3:4 წააგო და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. დათუნაშვილმა კი რეპეშაჟის ფინალში უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი დაამარცხა 3:1 და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მედლები 66, 75, 86 და 130 კილოგრამებშიც გათამაშდება და საქართველოს სახელით ხალიჩაზე კიდევ 7 მოჭიდავე გავა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ბექა როყვასთვის პირველი შეჯიბრებაა.



სხვა ამბები

რუსეთის უშიშროების განცხადებით, ცნობილია ვინ დაუკვეთა აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში 3 აპრილს მომხდარი აფეთქება დაუკვეთა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. დაწვრილებით  

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31