05:55:42

Share |

გურჯაანის საცურაო აუზზე აბონიმენტი ბავშვებისთვის 30, უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ცურვის შემსწავლელი ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება. ცურვის გაკვეთილების 10 მარტიდან დაიწყება.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სპორტკომპლექსის დირექტორმა, არჩილ გოგიაშვილმა განუცხადა, აბონემენტის შეძენა დაინტერესებულ პირებს სპორტკომლექსის რეგისტრატურაში დილის 7:00-დან 11:00 საათამდე შეუძლიათ.

„საცურაო აუზზე ცურვის შემსწავლელთა რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულმა პირებმა ჯანმრთელობის ცნობა უნდა წარმოადგინონ. ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30 ლარი იქნება, უფროსებისთვის კი - 50 ლარი. ცურვას სერტიფიცირებული პედაგოგები ასწავლიან. საცურაო აუზით სარგებლობისთვის, ასევე, საჭირო იქნება ჯანმრთელობის ცნობა, რომელსაც რეგისტრაციის დროს სპორტული კომპლექსის დერმატოლოგი გასცემს. აუზზე დაწესდება ვიდეოკონტროლი. ასევე, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი გაკონტროლებს წყლის ხარისხსა და ჰიგიენურ ნორმებს“,- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სპორტკომპლექსის დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა.

გურჯაანში არსებულ სპორტულ კომპლექსს რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარდა. სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების, 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყო, რაზეც 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საცურაო აუზის გახსნის ხარჯებისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 45 ათასი ლარი გამოყო.



ფირნიშები

სხვა ამბები

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანიის თანამშრომლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები „რუსთავი 2-ის“ მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციას ესწეებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული.

დაწვრილებით  

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

დაწვრილებით  

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31