15:08:43

ფირნიშები
Share |

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაამთავროს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ მარიო გიოცეს მიოპათია ანუ პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირმა შესაძლოა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულოს.

დადგინდა, რომ სწორედ ეს დაავადება იყო მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა ვასრკვლავს ფიზმომზადებასთან დაკავშირებით პრობლემები მუდმივად ჰქონდა. ყოველი თამაშის შემდეგ მარიო გიოცეს სერიოზული ძალისხმევა უწევდა ძალების აღსადგენად, რადგან ამ დაავადებისას სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება მატულობს.

ექიმების თქმით, მიოპათიის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ ფაზაშია დაავადება.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მარიო გიოცე დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ ასპარეზობისას ხუთჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, სამჯერ გერმანიის თასს დაეუფლა, თითოჯერ კი - ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასს. ეროვნულ ნაკრებთან ერთად გიოცე 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონი გახდა, როდესაც არგენტინასთან ფინალურ მატჩში შეცვლაზე შესულმა ერთადერთი გოლის გატანა მოახერხა. გერმანიის ეროვნულ გუნდში გიოცე 210 წლიდან თამაშობს და 62 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დაწვრილებით  

მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება სინოდმა ჩამოართვა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
19:00-00:00
Rainfrom east-northeast16°C1.6m/s
0.9mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31