06:30:39

ფირნიშები

ივნისში საქართველო ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 11-17 ივნისს ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი 6 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე მოფარიკავე ჩამოვა.

ვრცლად

 

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდა [Photos]

UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა და ცნობილი გახდა იმ რვა საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომლებიც თასისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. ტურნირს გამოეთიშა თორნიკე ოქრიაშვილის რუსული კლუბი „კრასნოდარიც“, რომელიც ესპანურმა „სელტამ“ დაამარცხა.

ვრცლად

 

მსოფლიო ჩემპიონ გიორგი ბეროშვილს დახმარება სჭირდება

ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონს, 32 წლის გიორგი ბეროშვილს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, განმეორებითი ოპერაცია სჭირდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სპორტსმენის მეუღლემ ქეთევან ბეროშვილმა უთხრა, ოპერაციამდე აუცილებელი პროცედურების ჩასატარებლად საჭირო თანხა 2500 ლარს შეადგენს.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გუნდი გამოვლინდა [Photos]

2016-2017 წლების UEFA-ს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე უკანასკნელი ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა და ცნობილი გახდა იმ რვა ევროპული საფეხბურთო კლუბის ვინაობა, რომლებიც თასისათვის ბრძოლას გააგრძელებს.

ვრცლად

 

„ლესტერ სიტი“ საფეხბურთო მინი-სენსაციის ავტორი გახდა [Photos]

ინგლისის მოქმედი ჩემპიონი „ლესტერ სიტი“ განაგრძობს საკუთარი საფეხბურთო ისტორიის წერას - ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა მოკრძალებულმა კლუბმა ამჯერად „სევილია“ დაამარცხა და ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის პირველად მოხვდა. ამ მაჩვენებლით „ლესტერი“ მერვე ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის აღნიშნულ ეტაპამდე გავიდა.

ვრცლად

 

გურამ თუშიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალბედა მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს 4 შეხვედრის მოსაგებად და ოქროს მედლის მოსაპოვებლად 6 წუთი დასჭირდა.

ვრცლად

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [Photos]

ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რუსეთს უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ახლოს იყო ოპტიმალურთან, უკვე ჩვევად ქცეული რუსეთის რბევა არ შედგა - მიმდინარე ტურნირში „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ-ჯერობით სწორედ „დათვებისგან“ მიიღეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

ვრცლად

 

სან ანტონიოში მარცხისას ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა

ზაზა ფაჩულია NBA-ში თავისი კლუბის, „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ სტუმრად სან ანტონიოს „სპურზთან“ მარცხისას (107:85) სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 20 წუთში გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. კალიფორნიელთა ქართველმა ცენტრმა ცხრიდან ოთხი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო სროლაც ჩააგდო.

ვრცლად

 

გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

დღეს, გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017 ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.

ვრცლად

 

„ნაიკმა“ მუსლიმი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი შექმნა [Photos]

კომპანია „ნაიკმა“ მუსლიმი ქალი ათლეტებისთვის სპორტული ჰიჯაბი „ნაიკ პრო ჰიჯაბი“ შექმნა. „ნაიკის“ განცხადებით პროდუქტის დამზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ათლეტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სპორტული შეჯიბრებების დროს ტრადიციული თავსაბურით გამოწვეული უხერხულობის გამო.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ სერბების შემადგენლობა ცნობილია

სერბეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა საქართველოსთან სათამაშოდ ეროვნული გუნდის შემადგენლობა გამოაცხადა. 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 24 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

ევროპა ლიგაზე პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა [Photos]

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირი, UEFA-ს ევროპა ლიგა მერვედფინალური მატჩებით განახლდა. ევროპის ქალაქებში გამართული რვა შეხვედრიდან ერთში პრაქტიკულად უკვე გაირკვა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა.

ვრცლად

 

თელავის ბაღებში პროექტი „საბავშვო ძიუდო“ დაიწყება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი „საბავშო ძიუდო“ თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 

ვრცლად

 

„ბარსელონამ“ ახალი საფეხბურთო ისტორია დაწერა [Video – Photos]

კატალონიურმა საფეხბურთო გრანდმა „ბარსელონამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ოთხბურთიანი მარცხის საპასუხოდ საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ განმეორებით შეხვედრაში ხუთგოლიანი სხვაობით გაანადგურა და ისტორიული საფეხბურთო შედეგის ავტორი გახდა - აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გუნდს ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრას.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ ყოფილ კლუბთან გამარჯვებაში წვლილი 6 ქულით შეიტანა

NBA-ში „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი „ატლანტა ჰოუკსი“ 119:111 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად „გოლდენ სტეიტის“ სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში მხოლოდ 15 წუთი დაჰყო.

ვრცლად

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ორ დღეში გამართულ ორ ტურნირზე 13 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გასულ უქმეებზე ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ [Photos]

ევროპის უპრესტიჟულეს საფეხბურთო საკლუბო ტურნირზე განმეორებითი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლსა და ლონდონში გამართულ ორ საპასუხო შეხვედრაში ზუსტად იგივე ანგარიშები დაფიქსირდა, რაც გუნდებს შორის პირველ მატჩებში.

ვრცლად

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მე-3 ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

ვრცლად

 

ქართველმა მოჭიდავეებმა კიევის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კიევში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე - უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა 21-ე მემორიალზე ასპარეზობს. რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები უკვე შეივსო და ქართველების ანგარიშზეც ორი მედალია - კვარცხლბეკზე რამაზ ზოიძე (71 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) ავიდნენ, რომელთაც შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიას გუნდი NBA-ში ზედიზედ დამარცხდა [Video]

ზაზა ფაჩულიას გუნდი Golden State Warriors კვლავ დამარცხდა სტუმრად, ამჯერად ჩიკაგო „ბულზთან“ ანგარიშით 87:94. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და მატჩში 14 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა და 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ვრცლად

 

გვერდი 5 / 91

სხვა ამბები

ახმეტის საკრებულოში 2 კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს

ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული. დაწვრილებით  

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 12.12.17
11:00-12:00
Clear skyfrom north-northeast4°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast5°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom south-southwest3°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31