05:10:40

ფირნიშები

გიორგეთელი ელენე ქებაძე სამბოში მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა [Photos]

სამბოში მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა არაერთგზის პრიზიორი 23 წლის ელენე ქებაძე (+80 კგ) პირველად გახდა მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. ფინალურ შეხვედრაში მან გამოცდილი და ტიტულოვანი რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა. რუსი მოჭიდავე პლანეტის უძლიერეს მეტოქედ ითვლება. ელენე ქებაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში ცხოვრობს და 13 წელია სამბოში ვარჯიშობს.

ვრცლად

 

ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

24-25 მარტს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სამბოს მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილია, რუსეთში მხოლოდ ოთხი სპორტსმენით წარდგა, მედლების მოპოვება კი ოთხივემ მოახერხა. ერთ-ერთი ოქროს მედლის მფლობელი ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში მცხოვრები ელენე ქებაძე გახდა.

ვრცლად

 

საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვებით სერბეთი შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გალიდერდა [Photos]

საქართველოს ნაკრების მსგავსად, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის სხვა ქვეყნის ეროვნულმა გუნდებმა საკუთარი მატჩები გამართეს. D ჯგუფში, სადაც საქართველო გამოდის, ლიდერმა ირლანდიამ შინ უგოლო ფრე ითამაშა და პირველი ადგილი სერბეთს დაუთმო, რომელმაც „ჯვაროსნები“ „დინამო არენაზე“ დაამარცხა.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სერბეთთან დამარცხდა [Photos]

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებსა და სერბეთს შორის თბილისში „დინამო არენაზე“ გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგი თამაში აჩვენა და იყო შანსი პირველი გამარჯვებაც მოეპოვებინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მაგრამ ეროვნულ გუნდი თავისივე უპატიებელი შეცდომების წყალობით ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვრცლად

 

ქართველმა ოლიმპიელებმა მთვარობისგან დაპირებული პრემიები მიიღეს

რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ქართველი მედალოსნები სახელმწიფოსგან დამატებით პრემიებს მიიღებენ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა და უახლოეს დღეებში ოლიმპიურ ჩემპიონებს 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ, ვერცხლის პრიზიორს  75 ათასი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს – 50-50 ათასი.

ვრცლად

 

არგენტინის ნაკრებმა მესის გოლით მოიგო, ბრაზილიამ კი ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა [Photos]

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამხრეთ ამერიკის ზონის მე-13 ტურის მატჩები შედგა. არგენტინის ნაკრებმა ბოლო პერიოდში მისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე, ჩილეს ნაკრები ლიონელ მესის გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, პირველადგილოსანმა ბრაზილიამ კი მოგებათა სერია განაგრძო და ლიდერობა მეორეადგილოსან ურუგვაისთან სტუმრად გამარჯვებით გაიმყარა.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 1001-ე მატჩი ყოფილ კლუბთან გამარჯვებით აღნიშნა

ტეხასური კლუბიდან, Mavericks-იდან წასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულია პირველად ჩავიდა ქალაქ დალასში და თავის ამჟამინდელ გუნდს, Golden State Warriors-ს გამარჯვებაში დაეხმარა. დალასელებთან მატჩი ქართველი კალათბურთელისთვის NBA-ში 13-წლიან კარიერაში 1001-ე იყო. ფაჩულიას რეგულარული ჩემპიონატის 950 და პლეი-ოფების 51 მატჩი აქვს ჩატარებული NBA-ს 5 გუნდის (Orlando Magic, Milwaukee Bucks, Atlanta Hawks, Dallas Mavericks, Golden State Warriors) შემადგენლობაში.

ვრცლად

 

ახალგაზრდა ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

 საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა. ესკერხან მადიევი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა გურული კი - ვერცხლის მედლის მფლობელი.

ვრცლად

 

7 მაისს კახეთში გასამართ „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

მსოფლიო რბენა - მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეოთხედ გაიმართება. სპორტული ღონისძიება წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ვრცლად

 

საქართველოს ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი გახდა, საპრიზო სამეული კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 74-ე ჩემპიონატი საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დაუმარცხებელი ხოტენაშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მეტოქეებისთვის შანსი არ მიუცია.

ვრცლად

 

ინდიან უელსის ტურნირის მოგებით როჯერ ფედერერმა 90-ე ტიტული მოიპოვა

35 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა, როჯერ ფედერერმა სამხრეთ კალიფორნიაში გამართული ინდიან უელსის მასტერსის ფინალში თანამემამულე მეტოქე სტანისლას ვავრინკა 6:4, 7:5 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში 90-ე ტიტული (მათ შორის 18 დიდი სლემის) მოიპოვა. ფედერერმა უშუალოდ ინდიან უელსის ტურნირი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა.

ვრცლად

 

საქართველო სერბეთთან და ლატვიასთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სერბეთის წინააღმდეგ მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა გამოიძახა. „ჯვაროსნები“ მზადებას დღეიდან იწყებენ.

ვრცლად

 

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

იტალიის ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ირმა ხეცურიანი ხმლით ასპარეზობაში ჩემპიონი გახდა, რაპირათი გამოსვლით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილი.

ვრცლად

 

ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ირლანდიური საფეხბურთო კლუბის, „დერი სიტის“ კაპიტანი რაიან მაკბრაიდი მოულოდნელად გარდაიცვალა. 27 წლის ირლანდიელი მცველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ვრცლად

 

გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში საცურაო აუზი გაიხსნა. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც საცურაო აუზზე კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარი ღირს. კომპლექსის შენობაში ასევე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ძიუდოსა და ჭიდაობის სივრცე.

ვრცლად

 

„ბორჯღალოსნები“ რუმინეთში დამარცხდნენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული კი შეცდომით გამოცხადდა [Photos]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, სტუმრად რუმინეთში მასპინძელ ნაკრებთან 7:8 დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული, ისევე როგორც ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც ყოველწლიურად საქართველო-რუმინეთს შორის თამაშდება, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუთმო, თუმცა მანამდე, მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული რაგბის ორგანიზატორთა შეცდომის გამო ტიტული ჯერ „ბორჯღალოსნებს“ მიენიჭათ, შემდეგ კი გამარჯვებულად რუმინეთი გამოცხადდა.

ვრცლად

 

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალისტთა წყვილები ცნობილია

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე 2016-2017 წლების მეოთხედფინალისტი წყვილების ვინაობა შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გამართული კენჭისყრით გაირკვა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალისტი წყვილები ცნობილია

2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გამართულმა კენჭისყრამ ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელის, იან რაშის თანხლებით ჩაიარა.

ვრცლად

 

არგოხის იპოდრომზე საგაზაფხულო დოღი გაიმართება

13 მაისს, ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის იპოდრომზე ტრადიციული საგაზაფხულო დოღი მოეწყობა. დოღი ორ დისტანციაზე, 3000 და 6000 მეტრზე გაიმართება. საპრიზო ფონდი 2 000 ლარია, რომელიც პირველი სამი ადგილის მფლობელზე განაწილდება.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ NBA-იში თავის პირველ კლუბთან ორმაგი დუბლი შეასრულა

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“ შინ ქართველი კალათბურთელის პირველი ამერიკული კლუბი - „ორლანდო მეჯიქი“ 122:92 გაანადგურა. ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეოთხე ორმაგი დუბლი მიითვალა. იგი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, რა დროშიც ერთადერთი კალათბურთელი გახდა, ვინც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.

ვრცლად

 

გვერდი 4 / 91

სხვა ამბები

შესაძლოა დახურულ სივრცეში ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევაც აიკრძალოს

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება ტერმინი „თამბაქოს ნაწარმი“ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად „ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო“, „საწუწნი თამბაქო“, „ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ. დაწვრილებით  

ქიბარ ხალვაში - სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი

სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის შესაძლო გაყიდვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
09:00-12:00
Clear skyfrom southwest1°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31