09:13:03

ქართველმა ქალმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაიწყეს

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე, A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ყაზახეთის ეროვნულ გუნდთან 0:1 დამარცხდა.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ოთხი ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა. „ჯვაროსნებს“ განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 274 ქულა აქვთ და 122-ე ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მარტში 2 შეხვედრა ჩაატარა - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებთან 1:3 წააგო, ხოლო ამხანაგური მატჩი ლატვიას 5:0 მოუგო.

ვრცლად

 

გარიგებული მატჩის ბრალდებით ესპანეთში ფეხბურთელები და მწვრთნელები დააკავეს

პრესტიჟული გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ საფეხბურთო კლუბ „ელდენსეს“ 5 წარმომადგენელი დააპატიმრა - იტალიელი მთავარი მწვრთნელი ფილიპო დი პიერო, მისი ასისტენტი ფრანსისკო რუისი, კლუბის მთავარი ინვესტორი ნობილ კაპუანი და გუნდის ორ ფეხბურთელი, ნიკოლას შეფერი და მაიკ ფერნანდესი. მათ ბრალი გარიგებულ მატჩებში ედებათ.

ვრცლად

 

საქართველო UEFA-სგან მილიონ ევროს მიიღებს

ევროპული ფეხბურთთის მმართველი ორგანოს (UEFA) პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ UEFA თავისი თითოეული წევრი ქვეყნის ფედერაციას, მათ შორის სფფ-ს, დამატებით მილიონ ევროს გადასცემს. გადაწყვეტილება ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩატარებულ UEFA-ს კონგრესზე.

ვრცლად

 

თელაველი არჩილ შაშურაშვილი აშშ-ს „ფაუერ ლიფტინგის“ ფედერაციის წევრი გახდა

თელავში მცხოვრები სამჭიდში საქართველოს ჩემპიონი არჩილ შაშურაშვილი პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში ჩატარდება. აღცილ შაშურაშვილი პირველი ქართველია, რომელიც აშშ-ს „ფაუერ ლიფტინგის“ ფედერაციაში გააწევრიანეს.

ვრცლად

 

როჯერ ფედერერმა 91-ე ტიტული მოიპოვა

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 91-ე საჩოგბურთო ტიტული მოიგო.

ვრცლად

 

2017 წლის TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი რბოლა დათა ქაჯაიამ მოიგო [Photos]

TCR-ის საერთაშორისო სერიის 2017 წლის სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა უმასპინძლა, პირველ რბოლაში გამარჯვება დათა ქაჯაიამ მოიპოვა. მან სტარტიდან ფინიშამდე შეინარჩუნა კვალიფიკაციაზე მოპოვებული მოწინავე პოზიცია და მდევრებთან დაძაბულ პაექრობაში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ვრცლად

 

თბილისის გრან-პრიზე ქართველებმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

თბილისში გამართულ ძიუდოს გრან-პრიზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. სამდღიან ტურნირზე ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გახდნენ.

ვრცლად

 

ლაგოდეხელი ელენე ქებაძე ძიუდოს გრან პრის ნახევარფინალში გავიდა

ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრი გრძელდება. ელენე ქებაძემ (+78 კგ) უკრაინელი სვეტლანა იარომკა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქებაძე მეტოქეს ვაზარით უგებდა, მოგვიანებით კი ბოჭვაზე დაიჭირა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბელარუს მარინა სლუცკაიას შეხვდება.

ვრცლად

 

დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა [Video-Photos]

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ პირველი ადგილი მოიპოვა.

ვრცლად

 

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მატჩებს თბილისში გამართავს. ეროვნული გუნდი 6-11 აპრილს ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლისთვის სამ მეტოქე გუნდთან იბრძოლებს.

ვრცლად

 

გენო პეტრიაშვილმა მორიგი ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე რვა წონითი კატეგორიიდან ექვსში მედალი მოიპოვეს. გენო პეტრიაშვილმა (125 კგ)თავის მდიდარ მონაგარს ევროპის ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული მიამატა და ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა.

ვრცლად

 

Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი სებასტიან ფეტელისა და „ფერარის“ გამარჯვებით დაიწყო [Photos]

მელბურნში სტარტი აიღო Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველ ეტაპზეც გამარჯვება „ფერარიმ“ და მისმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიპოვეს. გერმანელმა პილოტმა კარიერაში 43-ე რბოლა მოიგო და სათავეში მოექცა წლევანდელ კლასიფიკაციას, რითაც გაჩნდა იმედი, რომ 2017 წლის ახალი სეზონი კვლავ „მერსედესის“ დომინირებით არ ჩაივლის, რომელსაც ბოლო სამ სეზონში კონკურენციას ვერავინ უწევდა.

ვრცლად

 

ბრაზილიის ნაკრებს ვეღარ აჩერებენ, არგენტინამ კი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის საკითხი გაირთულა [Photos]

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-14 ტურის მატჩები შედგა. არგენტინის ნაკრები FIFA-სგან დასჯილი ლიონელ მესის გარეშე სუსტ მეტოქესთან დამარცხდა და მუნდიალზე გასვლის საკითხი გაირთულა, შესანიშნავად ათამაშებულმა ბრაზილიამ კი მოგებათა სერია განაგრძო და ცხრილში ლიდერობა ზედიზედ მე-8 გამარჯვებით გაიმყარა.

ვრცლად

 

ახალგაზრდა ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის პირველობაზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრებმა ლატვია 5:0 დაამარცხა [Video]

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვიის წინააღმდეგ ხუთბურთიანი სხვაობით მოიგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიელებთან გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

ვრცლად

 

კრისტიანო რონალდო პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანო რონალდო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელთა შემოსავალი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ რონალდო ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

ვრცლად

 

ქართველმა მოჭიდავეებმა უნგრეთში საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი ლევან არაბული უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - პოლიაკ იმრეს მემორიალზე ჩემპიონი გახდა. ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ვრცლად

 

ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტური დასრულდა [Photos]

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-5 ტურის მატჩები, საქართველოს მსგავსად, ევროპის სხვა ქვეყნების ნაკრებებმაც ჩაატარეს, რომელთა შეხვედრებიც ძირითადად ლოგიკური შედეგებით დასრულდა.

ვრცლად

 

გიორგეთელი ელენე ქებაძე სამბოში მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა [Photos]

სამბოში მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა არაერთგზის პრიზიორი 23 წლის ელენე ქებაძე (+80 კგ) პირველად გახდა მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. ფინალურ შეხვედრაში მან გამოცდილი და ტიტულოვანი რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა. რუსი მოჭიდავე პლანეტის უძლიერეს მეტოქედ ითვლება. ელენე ქებაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში ცხოვრობს და 13 წელია სამბოში ვარჯიშობს.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 91

ფირნიშები

სხვა ამბები

ობიექტის მეპატრონეს, სადაც თამბაქოს მოწევენ 5 ათასი ლარით დააჯარიმებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდება. პროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდა არა უშუალოდ კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც ფაქტი დაფიქსირდა. დაწვრილებით  

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
13:00-18:00
Cloudyfrom east11°C2.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east11°C1.8m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.1m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Rain showersfrom northeast14°C1.3m/s
1.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30