03:33:10

ფირნიშები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

19 იანვარს ინდოეთში დასრულდა მეორე პროფესიული საკლუბო ჩემპიონატი Pro Wrestling League რომლის გამარჯვებულიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კლუბი „პანჯაპ როიალსი“ გახდა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის კაპიტნობით ინდურმა კლუბმა ფინალში „არიანაჰამერსი“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულია All Star-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ქართველი წევრი ზაზა ფაჩულია All Star-ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა შემადგენლობები ცნობილია, თუმცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს საკმარისი ხმების რაოდენობა არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ სასტარტო ხუთეულებს ახალი წესის თანახმად, მხოლოდ გულშემატკივარი არ წყვეტდა: ხმების 50% ფანების იყო, 25-25% კი - კალათბურთელებისა და ჟურნალისტების.

ვრცლად

 

თეიმურაზ ჯუღელმა დადებითი ბალანსის მიღწევის შანსი დაკარგა

სუმოს უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი 2017 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირს უარყოფითი ბალანსით დაასრულებს. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე მე-12 ტურის შეხვედრაში გაგამარუდ წოდებული ქართველი სეკიტორი მერვედ დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მაკუუჩიში მოასპარეზე მეორე ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეხუთე ორთაბრძოლის შემდეგ ტრავმის გამო გამოეთიშა მიმდინარე ტურნირს.

ვრცლად

 

ეგვიპტელ ფეხბურთელს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ

ახლო წარსულში ცნობილ ეგვიპტელ ფეხბურთელს, მოჰამედ აბუტრიკას ეგვიპტის ტერორისტული დაჯგუფების „მუსლიმი ძმების“ წევრობაში ადანაშაულებენ. ოფიციალურად არაფერია ცნობილი, თუმცა როგორც ფეხბურთელის იურისტი აცხადებს, მისი კლიენტი მზადაა, სასამართლოს აპელაციით მიმართოს.

ვრცლად

 

ფაჩულია თავის გუნდს მორიგ გამარჯვებაში დაეხმარა

NBA-ში ზაზა ფაჩულიას გუნდმა Golden State Warriors-მა შინ ოკლაჰომა სიტის Thunder ანგარიშით 121:100 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა ხუთიდან ერთი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ვრცლად

 

მსოფლიოს ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიის ხუთეულში სამი „ბარსელონელია“

სპორტული კვლევების ცენტრმა CIES Football Observatory, მსოფლიოს ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ასეული დაასახელა. ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე „ბარსელონას“ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარია, რომელიც 246.8 მილიონ ევროდაა შეფასებული. მეორე ადგილს მისი არგენტინელი თანაგუნდელი ლიონელ მესი იკავებს (170.5 მილიონი ევრო), მესამეს კი - „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა (155.3).

ვრცლად

 

თეიმურაზ ჯუღელმა იანვრის სუპერტურნირზე მდგომარეობა საკმაოდ გაირთულა

სუმოს უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ 2017 წლის სეზონის პირველ ტურნირზე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქართველ სეკიტორის, რომელიც იანვრის სუპერტურნირზე მე-13 მაეგაშირას რანგში გამოდის, 10 ჩატარებულ ორთაბრძოლაში 3 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა. დადებითი ბალანსის მისაღწევად გაგამარუს ხუთივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ კლივლენდელთა განადგურებაში წვლილი 4 ქულითა და 13 მოხსნით შეიტანა

NBA-ში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ შინ პრინციპული მეტოქე კლივლენდის „კავალიერსი“ ანგარიშით 126:91 გაანადგურა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ ასევე შვიდიდან ორი ორქულიანი ჩააგდო.

ვრცლად

 

დაკარის რალი „პეჟოს“ სრული ტრიუმფით დასრულდა [Photos]

დაკარის მარათონული რალი, წარსულში ცნობილი როგორც, პარიზი-დაკარი, „პეჟოს“ გუნდის აბსოლუტური ტრიუმფით დასრულდა. გარდა იმისა, რომ რალი ფრანგული გუნდის ლეგენდარულმა პილოტმა, დაკარის აწ უკვე 13-გზის გამარჯვებულმა, „მისტერ დაკარის“ მეტსახელით ცნობილმა სტეფან პეტერანსელმა მოიგო, კვარცხლბეკზე დანარჩენი ორი ადგილიც „ლომების“ ფრანგულმა ეკიპაჟებმა დაიკავეს.

ვრცლად

 

ზამთრის თასი 2017-ის გამარჯვებულები „გაგრა“ და საქართველოს ვეტერანთა ნაკრები გახდნენ [Photos]

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული სამდღიანი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ზამთრის მასტერსი-2017“ დასრულდა. ქართულ კლუბებს შორის ჩემპიონი „გაგრა“ გახდა, ხოლო ვეტერანთა ტურნირი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო.

ვრცლად

 

არსენ ყარაგვეზაშვილი კიკბოქსინგში პროფესიონალური ქამრის მფლობელი გახდა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატზე K-1 წესებით, დედოფლისწყაროელმა სპორტსმენმა და სასაზღვრო პოლიციის ოფიცერმა, არსენ ყარაგვეზაშვილმა ირანელი მეტოქე ჰუსეინ ჰაბიბი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და პროფესიონალური ქამრის მფლობელი გახდა.

ვრცლად

 

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა UEFA-ს გუნდი ანგარიშით 6:2 დაამარცხა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა „ზამთრის თასი 2017“-ის ფარგლებში დღეს მეორე შეხვედრა UEFA-ს გუნდის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

ვრცლად

 

ლევან გორგაძე იანვრის სუპერტურნირს გამოეთიშა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის სუპერტურნირი ჰაცუ ბაშო ლევან გორგაძის გარეშე გაგრძელდება. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოისტი, რომელმაც უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში კომუსუბის წოდება (რანგით მეოთხე) დაიბრუნა, მე-5 ტურში მუხლის ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მუხლის მყესების დაჭიმვის გამო გორგაძისთვის იანვრის ბაშო დასრულდა.

ვრცლად

 

დეტროიტთან გამარჯვებაში ზაზა ფაჩულიამ 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ შინ დეტროიტის „პისტონზი“ ანგარიშით 127:107 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, ამ დროში მან გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ ექვსიდან 3 ორქულიანი და ორიდან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ვრცლად

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა

FIFA / Coca-Cola-ს 2017 წლის პირველ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მცირე რეგრესი აქვს. ვლადიმირ ვაისის გუნდი რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა.

ვრცლად

 

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქალაქ დუბაიში დაგეგმილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში, სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დააკომპლექტა.

ვრცლად

 

ქართველი სუმოისტები იანვრის სუპერტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობენ

სუმოს უმაღლეს დივიზიონ მაკუუჩიში მოასპარეზე ქართველი სეკიტორები იანვრის ტურნირზე წარუმატებლად გამოდიან. ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე ერთი მესამედის, ანუ 5 ტურის შემდეგ თეიმურაზ ჯუღელის, იგივე გაგამარუს ანგარიშზე ერთადერთი ქულაა, ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს კი ჯერ-ჯერობით არ მოუგია.

ვრცლად

 

სამი დღე, ორი მატჩი, ორი ულამაზესი და საჭირო გოლი - ლიონელ მესის ბოლო სტატისტიკა [Videos]

საფეხბურთო გრანდ „ბარსელონას“ არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ უკანასკნელ სამ დღეში, თავისი გუნდის ბოლო ორ მატჩში, ორი ერთმანეთის მსგავსად ულამაზესი და ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გოლების გატანა შეძლო, რითაც საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა მის ფენომენალურ შესაძლებლობებზე.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულია მაიამისთან გამარჯვებაში გუნდს 8 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა

„გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ის მიმდინარე ჩემპიონატში შინ მაიამის „ჰიტი“ ანგარიშით 107:95 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ ხუთიდან სამი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ვრცლად

 

ოლიმპიურ სასახლეში გასამართ ზამთრის თასზე თბილისს ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავები ეწვევიან

2017 წლის 13,14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ზამთრის თასს უმასპინძლებს. 15 იანვარს ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთის ვარსკვლავების თამაშები იქნება. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ესტუმრებიან, ცალკე იქნება UEFA-ს გუნდიც.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 91

სხვა ამბები

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაწვრილებით  

ჯარისკაცებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს 104 ტონა შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვისათვის გამოცხადებული ტენდერის შესახებ. შსს-ში აცხადებენ, რომ ჯარისკაცების, მესაზღვრეებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის განსაზღვრულ შოკოლადზე აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებელია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
08:00-12:00
Clear skyfrom south-southwest21°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30