15:25:10

ფირნიშები

პრეზიდენტმა სპორტის წარმომადგენლები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი პირადად გადასცა .

ვრცლად

 

რაგბიში მსოფლიოს თასის გათამაშებაში „ბორჯღალოსნები“ დღეს პირველ შეხვედრას გამართავენ

ახალ ზელანდიაში დღეს რაგბიში მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 11.30 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ბოლო შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს მაკედონიას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ შეხვედრას მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვილნიუსში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩს დღეს, ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

4 სექტემბერს თელავში ავტორბოლა გაიმართება

4 სექტემბერს თელავში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქალაქ კლაიპედაში შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

ვრცლად

 

ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კიევში მიმდინარე ტურნირზე, 81 კგ. წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ღვინიაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა სამხრეთ კორეელი იონგილ კიმი, ბოსნიელი მურის ისმალოვიჩი და უზბეკი მუხრიდინ მირზაიორივი.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრები დღეს პოლონეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, 22:30 საათზე ლიუბინის „დიალოგ არენაზე“ პოლონეთის გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ვრცლად

 

19 წლის გიორგი მესაბლიშვილმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ახმეტაში მცხოვრებმა 19 წლის გიორგი მესაბლიშვილმა ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. მან „ა“კლასის საერთაშორისო ტურნირში, ჭიდაობა ძიუდოში, ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლება დაინერგება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს.

ვრცლად

 

ძიუდოდან ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი გააცილეს

თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს მსოფლიო თასის გათამაშება ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი, ქართული ძიუდოდან ლეგენდალური ქართველი ძიუდოისტები, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ოლიმპიური პრიზიორი ნესტორ ხერგიანი საზეიმოდ გააცილეს.

ვრცლად

 

საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა

მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს.

ვრცლად

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ ზვიად სიჭინავა აირჩიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ზვიად სიჭინავა უხელმძღვანელებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა, 33 დელეგატიდან, მონაწილეობა 30-მა მიიღო და მათ პრეზიდენტად ზვიად სიჭინავა ერთხმად აირჩიეს.

ვრცლად

 

ჭაბუკთა შორის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი ყვარელში ჩატარდება

ჭაბუკთა შორის ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატი ყვარელში ჩატარდება. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატი 24 ნოემბერს დაიწყება, წელს პირველი ტური ჩატარდება, მეორე და მესამე ტურები კი 2011 წელს შედგება.

ვრცლად

 

6 - 7 ნოემბერს კახეთში საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი გაიმართება

6 - 7 ნოემბერს, კახეთში საერთაშორისო ოფროუდ ტურნირი, ტროფი-რეიდი „Geo Trophy 2010“ გაიმართება. ტურნირის ფარგლებში ჯიპის ტიპის მანქანების ეკიპაჟებს ძნელად მისადგომი და გაუკვალავი ადგილების მინიმალურ დროში გავლა და ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწევთ.

ვრცლად

 

საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს მორაგბეთა 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრები 38-7დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ლელოები ლოსაბერიძემ, თხილაიშვილმა და აბრამიძემ გაიტანეს, ჯარიმები და გარდასახვები კი მჭედლიშვილმა შეასრულა.

ვრცლად

 

18 სექტემბერს თელავში ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყება

18 სექტემბერს, თელავში, ჩოგბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა მიხეილ დაღუნდარიძემ განუცხადა, ტურნირში 20 ქვეყნის 100 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად

 

თელავში ქუჩის კალათბურთში ღია პირველობა გაიმართება

2 სექტემბერს, თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკდემიური თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩის კალათბურთში ღია პირველობა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.

ვრცლად

 

27 აგვისტოს საინგილოში დავით ყიფიანის სახელობის ტურნირი გაიმართება

27 აგვისტოს, 16:00 საათზე, საინგილოში, სოფელ კახისთავში, ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს კახის რაიონის ქართული სოფლების ფეხბურთელები შეეჯიბრებიან. მატჩს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

ვრცლად

 

გვერდი 90 / 91

სხვა ამბები

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების მიღება დაიწყო და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე. დაწვრილებით  

დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები ახდენდნენ ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას, რითაც თავს არიდებდნენ კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
20:00-00:00
Cloudyfrom west-northwest22°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31