11:56:40

ფირნიშები

ზაზა ფაჩულია საკუთარ გუნდს სტუმრად გამარჯვებაში 14 ქულით დაეხმარა

NBA-ში ზაზა ფაჩულიას კლუბმა Golden State Warriors სტუმრად პორტლენდში ადგილობრივი Trail Blazers ანგარიშით 113:111 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი შესძინა.

ვრცლად

 

შოთა ფარტენაძემ და გენო პეტრიაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს [Videos]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 28-29 იანვარს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ვრცლად

 

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასს დაეუფლა. ფინალურ შეხვედრაში მაკარიძის საფეხბურთო კლუბმა „მორეირენსემ“ მეტოქე გუნდი „ბრაგა“ 45-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა. აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მეკარემ, რომელსაც შეხვედრაში 4 სეივი ჰქონდა და კარი მშრალად შეინახა.

ვრცლად

 

ავსტრალიის ღია პირველობა სერენა უილიამსმა და როჯერ ფედერერმა მოიგეს

2017 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა ქალთა შორის სერენა უილიამსის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში საკუთარ დას, ვენუს უილიამსს აჯობა, მამაკაცთა შორის გამართულ ფინალში კი როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი დაამარცხა.

ვრცლად

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მორიგ შესარჩევ ეტაპზე გავიდა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. ავთო ასათიანის გუნდმა A ჯგუფი მოიგო მეორე შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა.

ვრცლად

 

საქართველო ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე იასპარეზებს

28 იანვრიდან 8 თებერვლამდე ყაზახეთის მსხვილეს ქალაქ ალმათიში ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ჩვენი ნაკრების გარდა ამ მნიშვნელოვან და წარმომადგენლობით ღონისძიებაში 50-ზე მეტი ქვეყნის 2 000 წარმომადგენელი იქნება ჩართული.

ვრცლად

 

გერმანულმა კლუბმა ფეხბურთელი ისლამისტების დაფინანსების გამო გუნდიდან გაუშვა

გერმანიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბმა „დარმშტადტმა“ ნახევარმცველ ანის ბენ-ჰატირასთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან 28 წლის ტუნისელი ფეხბურთელი სალაფიტების რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირშია ბრალდებული.

ვრცლად

 

რუს დეპუტატ ტატიანა ლებედევას ორი ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა

რუს დეპუტატსა და ახლო წარსულში ცნობილ ოლიმპიურ მძლეოსანს, ტატიანა ლებედევას, რომელიც რუსეთის სკანდალებით მოცული სპორტული სისტემის აქტიურ დამცველად ითვლება, განმეორებითი დოპინგის ტესტის შედეგად ორი ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულია ALL STAR-ის სათადარიგო შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა [Photos]

ზაზა ფაჩულია NBA All Star-ის მატჩის მიღმა ოფიციალურად დარჩა. მართალია, სასტარტო ხუთეულები ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი, მაგრამ დღემდე იყო იმედი, რომ ქართველი კალათბურთელი სათადარიგო შემადგენლობაში მაინც მოხვდებოდა, რომელსაც მწვრთნელები ირჩევდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ კონფერენციის ნაკრებს ფაჩულიას გუნდის „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი უთავკაცებს.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულია 15 000 დოლარით დააჯარიმეს [Video]

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ქართველი წევრი ზაზა ფაჩულია არასპორტული საქციელის გამო 15 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმა.

ვრცლად

 

გურჯაანში საცურაო აუზი 1-ელ მარტს გაიხსნება

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ცურვის შემსწავლელი ჯგუფების დაკომპლექტება 2017 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 40, ხოლო უფროსებისთვის 60 ლარი ეღირება. შეღავათები იმოქმედებს მრავალშვილიან ოჯახებზე, ერთჯერადი სარგებლობა კი 10 ლარი ეღირება. საცურაო აუზი 1-ელ მარტს გაიხსნება.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრები იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [Photos]

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა აზიური შეკრება მარცხით დაასრულა. ექსპერიმენტული შემადგენლობით დაკომპლექტებული „ჯვაროსნები“ ამხანაგურ მატჩში იორდანიის ნაკრებს დუბაიში დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ვრცლად

 

ქართველმა მოჭიდავეებმა რუსულ ტურნირზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი „ივან პოდდუბნის“ გრან-პრის ჩემპიონი გახდა. მოსკოვში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მან 80 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ამავე ტურნირზე ვერცხლის მედალს რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა.

ვრცლად

 

ფაჩულიას გუნდი მიმდინარე სეზონში მეშვიდედ დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას კლუბი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ ზედიზედ შვიდი მოგებული მატჩის შემდეგ მაიამიში „ჰიტთან“ სამქულიანი სხვაობით 102:105 დამარცხდა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 6 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა.

ვრცლად

 

ქართულ ჭიდაობას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.

ვრცლად

 

წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ფრედ დაასრულა [Video]

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული გუნდმა აზიური შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებთან ფრედ ითამაშა. „ჯვაროსნების“ სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ისევე როგორც მეტოქე გუნდის თავკაცმა, ეროვნული ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით დააკომპლექტა.

ვრცლად

 

ლევან მჭედლიძის მორიგმა გოლმა მის გუნდს გამარჯვება მოუტანა

იტალიის სერია A-ს მატჩში მორიგი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი საქართვეოს ნაკრების წევრმა ლევან მჭედლიძემ. „ემპოლის“ ქართველმა ფორვარდმა „უდინეზეს“ მატჩის 82-ე წუთზე მოხდენილი თავური დარტყმით გაუტანა. მჭედლიძის გოლი ერთადერთი გამოდგა შეხვედრაში და მისმა მოკრძალებულმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ქართველი ფეხბურთელის ძალისხმევით მოიპოვეს.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი ჩაატარა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზაზა ფაჩულიამ მორიგი ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად ორლანდოში, ადგილობრივი გუნდი „მეჯიქი“ ანგარიშით 118:98 დაამარცხა და აღნიშნულ გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა.

ვრცლად

 

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ხარკოვში 12 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ლეონიდ დუნაის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ოთხ-ოთხი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვრცლად

 

ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 10 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა

ზაზა ფაჩულიამ NBA-იში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, ჰიუსტონის „როკეტსი“ სტუმრად 125:108 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 91

სხვა ამბები

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „BLOW MINI MOD 2003“-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს. დაწვრილებით  

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31