01:46:22

ფირნიშები

დიეგო მარადონა FIFA-ში იმუშავებს

ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა ამიერიდან FIFA-ში იმუშავებს. მარადონა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ამ ორგანიზაციის ელჩის ფუნქცია იტვირთა. როგორც თავად მარადონა ამბობს, იგი ბედნიერია FIFA-ს სიწმინდესა და გამჭირვალობაზე ზრუნვით.

ვრცლად

 

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 4 ადგილით დაქვეითდა

FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი საფეხურით ქვემოთ დაიწია და ამჟამად 125-ე ადგილზეა. როგორც იცით, „ჯვაროსნებმა“ ბოლო ორი ამხანაგური მატჩი ფრითა (უზბეკეთთან 2:2) და მარცხით (იორდანიასთან 0:1) დაასრულეს.

ვრცლად

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის N8 ჩოგბურთელი დაამარცხა

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიას ღია პირველობის მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ავსტრიელი დომინიკ ტიმი 6:4, 6:4 დაამარცხა.

ვრცლად

 

სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ალავესი“ შეხვდებიან [Videos]

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს კატალონიური გრანდი „ბარსელონა“ და ბასკური საფეხბურთო კლუბი „ალავესი“ დაუპირისპირდებიან, რომელთაც ნახევარფინალებში, შესაბამისად, მადრიდის „ატლეტიკო“ და ვიგოს „სელტა“ დაამარცხეს. რაც შეეხება გათამაშების ერთგვარ მოსახელე მადრიდის „რეალს“, სამეფო კლუბი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ვრცლად

 

ყვარელში თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საქართველოს პირველობა დასრულდა

3-5 თებერვალს ყვარელში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც ქვეყნის 200-ზე მეტმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად

 

იტალიური საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ავტომობილები დაუწვეს

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე აუტსაიდერი კლუბის, „პესკარას“ პრეზიდენტს, დანიელე სებასტიანის, 7 თებერვალს დაუდგენელმა პირებმა ორი ავტომობილი დაუწვეს. ხანძრის ჩაქრობას ერთი საათი დასჭირდა.

ვრცლად

 

„ბარსელონამ“ გულშემატკივართა ქართული კლუბი ოფიციალურად დაამტკიცა

ორშაბათს საფეხბურთო გრანდ „ბარსელონას“ დირექტორებმა 15 გულშემატკივართა კლუბი დაამტკიცეს, რომელთა შორის „ბარსას“ გულშემატკივართა თბილისური კლუბიც მოხვდა. ამის შესახებ კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ვრცლად

 

თბილისში შესაძლოა ევროპა ლიგის ფინალი გაიმართოს

თბილისის „დინამო არენამ“ 2019 წელს შესაძლოა UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის, ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლოს. როგორც ცნობილია, ფინალური მატჩის მასპინძლობის სურვილს საქართველოს გარდა სხვა კანდიდატი ქალაქებიც გამოთქვამენ: სევილია („სანჩეს პისხუანი“), გლაზგო („ჰემპდენ პარკი“), ფრანკფურტი („ვალდშტადიონი“), შტუტგარტი („არენა შტუტგარტი“), ბაქო (ოლიმპიური სტადიონი) და სტამბოლი („ვოდაფონ არენა“).

ვრცლად

 

დევიდ ბექჰემმა ჰაკერებს შანტაჟისას მილიონის ევროს გადახდაზე უარი უთხრა

ახლო წარსულში ფეხბურთის ცნობილ ვარსკვლავს, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან დევიდ ბექჰემს ჰაკერები პირადი ელექტრონული წერილების გამოქვეყნებით დაემუქრნენ, თუმცა სპორტსმენმა შანტაჟიორებს მილიონამდე ევროს გადახდაზე უარი განუცხადა.

ვრცლად

 

ავსტრალიელი მორაგბე პოლიციელზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს

ავსტრალიის ნაკრების მორაგბე სკოტ ჰიგინბოთამი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას დააკავეს.

ვრცლად

 

კამერუნის ნაკრები აფრიკის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

კამერუნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულია. ცხელი კონტინენტის პირველობის ფინალში ერთმანეთს ამ ტურნირის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული ნაკრები, ეგვიპტე და კამერუნი დაუპირისპირდნენ. კამერუნი, როგორც აფრიკის კონტინენტის ჩემპიონი, ამ ზაფხულს რუსეთში გასამართ კონფედერაციათა თასზე მიიღებს მონაწილეობას.

ვრცლად

 

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში იტალიელი ექსპერტი ჩაერთვება

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან ერთად, თბილისში საქმიანი ვიზიტით მყოფ სპორტის იტალიელ ფუნქციონერებსა და საერთაშორისო ექსპერტებს - ტურინის „იუვენტუსის" ყოფილ აღმასრულებელ დირქტორსა და საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელ რომი გაის და ავტომობილებში მსოფლიო ჩემპიონატის დამფუძნებელსა და დირექტორს, მარჩელო ლოტის შეხვდა.

ვრცლად

 

ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები ზამთრის პერიოდში [Photos]

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების განსაკუთრებული და ხმაურიანი ტრანსფერი არ ყოფილა, თუმცა სიუხვითა და მრავალფეროვნებით იგი ნამდვილად გამოირჩეოდა. გამოცემა WORLDSPORT.GE ყველა იმ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს აქვეყნებს, რომელთაც უცხოეთს მიაშურეს ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიცვალეს გუნდები.

ვრცლად

 

ნინო სალუქვაძის საიუბილეო საღამოზე მის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის „სნაიპერი“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ტყვიის სროლაში ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს ეძღვნება.

ვრცლად

 

საფეხბურთო კლუბები რომლებმაც ზამთრის ტრანსფერებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

ფეხბურთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. დიდი თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელთა აზიაში გადინებამ მასიური სახე მიიღო და ზამთრის ტრანსფერების სიუხვით ჩინური კლუბები გამოირჩეოდნენ. გთავაზობთ 10 კლუბს, რომლებმაც ფეხბურთელთა შესაძენად დეკემბერ-იანვარში სხვებზე მეტი თანხა დახარჯეს.

ვრცლად

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალი ღვინისფერი ეკიპირებით იასპარეზებს

2017 წლის 1 თებერვლიდან „ბორჯღალოსნებს“, „უმცროს ბორჯღალოსნებს“, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის ნაკრებებს გამორჩეული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი Canterbury შემოსავს.

ვრცლად

 

ქართველმა კარატისტებმა ამერიკაში კარატეს კლუბი დააფუძნეს

Philly Karate Club - ასე ეწოდება ქართველი კარატისტების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, გიორგი ელიზბარაშვილისა და მამუკა გელაძის კარატის წრეს, რომლის პრეზენტაციაც პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში ახლახანს მოეწყო.

ვრცლად

 

როჯერ ფედერერი ათეულში დაბრუნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი სამი საფეხურით დაწინაურდა

ავსტრალიია ღია პირველობის დასრულების შემდეგ ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბევრი ცვლილება მოხდა. მამაკაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული როჯერ ფედერერი მე-17 პოზიციიდან ათეულში დაბრუნდა, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი სამი პოზიციით დაწინაურდა.

ვრცლად

 

ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა. მან და საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა დავით ჯოჯუამ ტურნირი ერთნაირი შედეგით დაასრულეს, დამატებითი მაჩვენებლების წყალობით კი ჩემპიონის ტიტულს რუსთაველი მოჭადრაკე დაეუფლა.

ვრცლად

 

მსოფლიოს N1 ჩოგბურთელი სერენა უილიამსი გახდა

ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის სათავეში მოექცა, აქამდე პირველ ადგილზე მყოფი გერმანელი ანჯელიკ კერბერი კი მეორე ადგილზე გადავიდა.

ვრცლად

 

გვერდი 8 / 91

სხვა ამბები

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას 28 მარტიდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირები მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. პროცედურის თანახმად, ვიზალიბერალიზაცია ძალაში 20 დღეში შევა, შესაბამისად, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ. დაწვრილებით  

პოლიციამ ადამიანის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით, ლილოს ბაზრობიდან ადამიანი გაიტაცეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31