11:58:51

ფირნიშები

გურჯაანის საცურაო აუზზე აბონიმენტი ბავშვებისთვის 30, უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში ცურვის შემსწავლელი ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარი ეღირება. ცურვის გაკვეთილების 10 მარტიდან დაიწყება.

ვრცლად

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაამთავროს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ მარიო გიოცეს მიოპათია ანუ პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია დაუდგინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალური მატჩის გმირმა შესაძლოა კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულოს.

ვრცლად

 

გურამ კაშია ჰოლანდიის თასის ფინალშია

საფეხბურთო კლუბი არნემის „ვიტესი“ და მისი ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის თასის ფინალში ითამაშებენ. მოკრძალებულმა ჰოლანდიურმა გუნდმა ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად როტერდამის „სპარტას“ სძლია.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიას 12 ქულა, 8 მოხსნა და მარცხი ვაშინგტონში [Video]

ზაზა ფაჩულიას გუნდი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ გასვლაზე 108:112 დამარცხდა ვაშინგტონში ადგილობრივ Wizards-თან. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა გუნდს და 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან ოთხი საჯარიმო სროლაც ჩააგდო.

ვრცლად

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა იოსებ ხუციშვილმა მორიგი რეკორდი დაამყარა [Photos]

მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, პოლიციის მაიორმა იოსებ ხუციშვილმა აზიდვებში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

ვრცლად

 

დიუსელდორფის გრან-პრიზე მეორე ოქროს მედალი ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) დიუსელდორფის გრან-პრის ჩემპიონი გახდა. 21 წლის ძიუდოკამ ხუთივე შეხვედრა მოიგო და აღნიშნულ შეჯიბრებაზე საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გერმანული ტურნირი ოთხი მედლით ჩაამთავრა და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. ღვინიაშვილის გარდა, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ავიდა, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) კი მეორე ადგილები დაიკავეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ვრცლად

 

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფის გრან-პრის ჩემპიონია, ამირან პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან-პრი ორი მედლით გახსნა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა პრესტიჟული ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გუნდის უმსუბუქეს წევრს - ამირან პაპინაშვილს კი ანალოგიურ წარმატებამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვრცლად

 

ზაზა ფაჩულიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ ქართველმა წევრმა ზაზა ფაჩულიამ მხრის ტრავმა მოირჩინა და NBA-ში საასპარეზოდ „კლიპერსთან“ მატჩში დაბრუნდა. ფაჩულიას გუნდმა ლოს ანჯელესელები ანაგრიშით 123:113 დაამარცხა.

ვრცლად

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირის 1/8-ფინალში ბელგიელ სტივ დარსისთან 3:6, 5:7 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ვრცლად

 

ვალერი ყაზაიშვილის გუნდი UEFA-ს ევროპა ლიგას გამოეთიშა [Photos]

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირ ევროპა ლიგაზე განმეორებითი 1/16-ფინალური მატჩები გაიმართა. ცამეტ წყვილ გუნდს შორის გამართული რამდენიმე პრინციპული შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ტურნირს გამოეთიშა ვალერი ყაზაიშვილის კლუბი ვარშავის „ლეგია“, რომელმაც გასვლაზე ამსტერდამში „აიაქსთან“ მინიმალური სხვაობით წააგო. საქართველოს ნაკრების წევრმა „ამსტერდამ არენაზე“ 90 წუთი ითამაშა.

ვრცლად

 

თორნიკე ოქრიაშვილის გუნდი ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე, UEFA-ს ევროპა ლიგაზე, რამდენიმე განმეორებითი პლეი-ოფის მატჩი გაიმართა. მერვედფინალის საგზური სამმა გუნდმა, მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილის რუსულმა კლუბმა „კრასნოდარმა“ მოიპოვა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური შეხვედრების პირველი წრე დასრულდა [Photos]

2016-2017 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპის პირველი წრე ორი მატჩით დასრულდა. პორტუგალიის ქალაქ პორტოში მასპინძელი გუნდი უშანსოდ დამარცხდა, სევილიაში გამართული შეხვედრა კი საინტერესოდ წარიმართა.

ვრცლად

 

ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობის გამო ირანელი მოჭადრაკე ნაკრებიდან მოკვეთეს

18 წლის ირანელი მოჭადრაკე დორსა დერახშანი ირანის ნაკრებიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც ის გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე გამოცხადდა.

ვრცლად

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მისთვის რეკორდულ პოზიციაზე იმყოფება

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (ATP) მსოფლიო რეიტინგში 14 საფეხურით დაწინაურდა და 858 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფება. აღნიშნული პოზიცია ქართველი ჩოგბურთელისთვის სარეკორდოა. ორი კვირის განმავლობაში ბასილაშვილმა 34-ადგილიანი წინსვლა განიცადა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა [Photos]

ევროპის უპრესტიჟულეს საფეხბურთო ტურნირზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი შედგა. მანჩესტერსა და ლევერკუზენში გამართულ უხვგოლიან შეხვედრებში მაყურებელმა სეზონის გამორჩეული მატჩები იხილა.

ვრცლად

 

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება

ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება: მანჩესტერ სიტი - მონაკო და ლევერკუზენი - ატლეტიკო.

ვრცლად

 

ივანიშვილი ექვს ერში მოხვედრის საფასურს გადაიხდის - Daily Mail

ბრიტანურ ტაბლოიდ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, საქართველო მზადაა ყოველწლიურ სარაგბო ტურნირ ექვსი ერის ჩემპიონატში გაწევრიანებისთვის ნებისმიერი საფასური გადაიხადოს. გამოცემის მტკიცებით, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ექვს ერში საქართველოს ნაკრების დაშვება ფინანსურად უზრუნველყოს.

ვრცლად

 

გიორგი ელბაქიძე ბელარუსში გამართული ტურნირის ჩემპიონი გახდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი ელბაქიძე (63 კგ) მინსკში, ალექსანდრ მედვედის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონი გახდა.

ვრცლად

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისის ღია პირველობის ფინალში დამარცხდა

მემფისის ღია საჩოგბურთო ტურნირის ფინალში ამერიკელმა რაიან ჰარისონმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:1, 6:4 დაამარცხა და კარიერაში ATP-ის ტურნირი პირველად მოიგო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა კი თავის მხრივ, მეორე ფინალი წააგო ავსტრიის ღია პირველობის შემდეგ.

ვრცლად

 

„ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები 50:6 დაამარცხეს

რუსთავის სარაგბო სტადიონზე „ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

ვრცლად

 

გვერდი 6 / 91

სხვა ამბები

რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 19.8 მილიონი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 19.8 მილიონს მიაღწია, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით. დაწვრილებით  

ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის ტარიფები გაუქმდება

15 ივნისიდან მოქალაქეებს შეეძლებათ, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე იმოგზაურონ, რომ როუმინგში დამატებითი თანხა არ გადაიხადონ და, შესაბამისად, ისარგებლონ იმ ტარიფით, რაც სამშობლოში ჰქონდათ. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31