11:19:33

ფირნიშები
Share |

ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, გლდანის რაიონის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ.

მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 120-ზე მეტ  ბენეფიციარს. რამდენიმე მათგანს დაუდგინდა რთული მდგომარობა და გადაყვანილ იქნა კარდიოლოგიური ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

 ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და  აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის  მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში,  წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ.

კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერია 032 248 16 26.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია



სხვა ამბები

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

დაწვრილებით  

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა - პროკურორი

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
16:00-18:00
Partly cloudyfrom southwest2°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31