11:27:23

ფირნიშები
Share |

ვაზიანში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გაიხსნა.

გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მემორიალის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო  სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე,დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ კვეზერელი,ჯანდრი უბირია და  დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია


სხვა ამბები

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

სადახლოსა და წითელ ხიდზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 5 – 12 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, და „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 230 აბი  და 2,86 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
15:00-18:00
Heavy rain showersfrom east-southeast21°C1.8m/s
3.0mm
18:00-00:00
Rainfrom south-southeast16°C0.8m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31