11:08:17

ფირნიშები
Share |

ვაზიანში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გაიხსნა.

გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი გმირობის მაგალითები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მემორიალის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო  სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე,დირექტორის მოადგილეები: ნიკოლოზ კვეზერელი,ჯანდრი უბირია და  დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია


სხვა ამბები

პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაწვრილებით  

მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ – პრემიერი

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 16.01.18
15:00-18:00
Partly cloudyfrom northeast-2°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-2°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 17.01.18 12:00-18:00
Partly cloudy-1°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast2°C1.1m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31