06:37:52

ფირნიშები
Share |

სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში სკოლაში მიმავალ 10 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგონა მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. მძღოლი დაკავებული არ არის. შემთხვევის შემდეგ ის არ მიმალულა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს–ს ცნობით, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რის შემდეგაც მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება.



სხვა ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან. დაწვრილებით  

უკრაინაში აფეთქების შედეგად 8 მაღაროელი დაიღუპა

დასავლეთ უკრაინაში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი მეთანის აფეთქებისა და ნგრევის შედეგად სულ მცირე 8 მაღაროელი დაიღუპა. ლვოვის რეგიონში მდებარე ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20 მაღაროელი დაკარგულად ითვლება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 12.12.17
11:00-12:00
Clear skyfrom north-northeast4°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast5°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom south-southwest3°C0.9m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest2°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30