04:43:41

ფირნიშები
Share |

სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში სკოლაში მიმავალ 10 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგონა მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. მძღოლი დაკავებული არ არის. შემთხვევის შემდეგ ის არ მიმალულა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს–ს ცნობით, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რის შემდეგაც მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება.



სხვა ამბები

თბილისში მოქალაქეს იარაღის მუქარით ავტომანქანა და ოქროს ნივთები გასტაცეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი 21 წლის ნ.მ. და გ.რ. დააკავეს. დაწვრილებით  

მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა - პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30