06:53:44

ფირნიშები
Share |

სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში სკოლაში მიმავალ 10 წლის გოგონას „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გოგონა მძიმედ დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტისთვის გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა. მძღოლი დაკავებული არ არის. შემთხვევის შემდეგ ის არ მიმალულა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს–ს ცნობით, დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რის შემდეგაც მძღოლის პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება.



სხვა ამბები

31 მარტს ყვარლის და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 31მარტს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა

გურიაში, სოფელ ნატანებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. მომხდარის გამო ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 23.05.17
11:00-12:00
Cloudyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom north-northeast19°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
RainNNW18°C2.0m/s
1.0mm
ოთხშაბათი 24.05.17 12:00-18:00
Light rain showers13°C3.3m/s
0.8mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30