10:39:28

ფირნიშები
Share |

ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით.

აქციის ერთ–ერთი ინიციატორის ზურაბ ფილაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდებიან.

სოფელ ჯოყოლოში, მშენებარე ქრისტიანული სალოცავი დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს დაანგრიეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, სალოცავს წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი აშენებდა.

მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ეკლესიის ნანგრევებს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ახმეტის პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



სხვა ამბები

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი დაშავდა

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. თურქული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ქალაქ რიზესთან შეეჯახა.

დაწვრილებით  

შსს 104 ტონა შოკოლადს ყიდულობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 104 260 კილოგრამი შოკოლადის ნაწარმისა და 125 კილოგრამი კარამელის კანფეტის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა მილიონ 58 ათას 989 ლარია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30