23:12:32

ფირნიშები
Share |

ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით.

აქციის ერთ–ერთი ინიციატორის ზურაბ ფილაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდებიან.

სოფელ ჯოყოლოში, მშენებარე ქრისტიანული სალოცავი დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს დაანგრიეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, სალოცავს წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი აშენებდა.

მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ეკლესიის ნანგრევებს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ახმეტის პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.



სხვა ამბები

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები ქალაქ რუსთავში გაასაღა. დაწვრილებით  

ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ვეტერანებისთვის პრეზენტაცია გაიმართება

1-ელ მარტს, 11.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართება საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30