10:37:37

ფირნიშები
Share |

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

ზურაბ მურთაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვალერიან ელანიძის დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

ზურაბ მურთაზაშვილი დაიბადა 1945 წლის 25 იანვარს სოფელ ქვემო ალვანში. იგი ახმეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2014 წლის 14 ივლისიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ახმეტის გამგეობაში.

ბოლო წლებში ზურაბ მურთაზაშვილი იყო თუშეთის მუნიციპალიტეტის ცალკე შექმნის  ინიციატორი და აქტიურად მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.




სხვა ამბები

ნიდერლანდების მოქალაქეს ნარკოდანაშაულისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობისთვის ბრალდებული, ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე არტურ მარტინ ბლაუ დამნაშავედ სცნო და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაწვრილებით  

სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენა. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30