14:53:40

ფირნიშები
Share |

ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელი ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა

27 აპრილს, ასოციაცია „თუში მეცხვარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ახმეტის საკრებულოს წევრი, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მურთაზაშვილი გარდაიცვალა.

ზურაბ მურთაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვალერიან ელანიძის დაკრძალვაზე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც გონება დაკარგა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

ზურაბ მურთაზაშვილი დაიბადა 1945 წლის 25 იანვარს სოფელ ქვემო ალვანში. იგი ახმეტის საკრებულოს წევრი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2014 წლის 14 ივლისიდან. 1990-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე ახმეტის გამგეობაში.

ბოლო წლებში ზურაბ მურთაზაშვილი იყო თუშეთის მუნიციპალიტეტის ცალკე შექმნის  ინიციატორი და აქტიურად მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.


JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.




სხვა ამბები

სიღნაღის სასამართლოში პროცესზე მისაყვანი პატიმარი აერიათ

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის პროცესი ჩაიშალა. აღმოჩნდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი ერთი და იმავე სახელით ირიცხებოდა, რის გამოც პროცესზე სხვა პირი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაავრცელა.

დაწვრილებით  

მინისტრები ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე პანკისის მცხოვრებლებს შეხვდებიან

დღეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შეხვდებიან. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
19:00-00:00
Rainfrom east-northeast16°C1.6m/s
0.9mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 29 30