23:18:10

ფირნიშები
Share |

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

სეთურიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი შესაბამის უწყებას საშუალებას მისცემს, გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. 

„ჯერ კიდევ შარშან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასევე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ფეხით მოსიარულეთა დაზიანება და სხვა სახის დარღვევები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.



სხვა ამბები

ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პროდიუსერი იქნება

ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი ამბების პროდიუსერად დაინიშნება. ჟურნალ „ლიბერალის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მათთან საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

დაწვრილებით  

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
03:00-06:00
RainNNW17°C3.0m/s
1.6mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30