06:53:54

ფირნიშები
Share |

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

სეთურიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი შესაბამის უწყებას საშუალებას მისცემს, გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. 

„ჯერ კიდევ შარშან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასევე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ფეხით მოსიარულეთა დაზიანება და სხვა სახის დარღვევები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.



სხვა ამბები

კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. დაწვრილებით  

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 23.05.17
11:00-12:00
Cloudyfrom northeast18°C1.9m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom north-northeast19°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
RainNNW18°C2.0m/s
1.0mm
ოთხშაბათი 24.05.17 12:00-18:00
Light rain showers13°C3.3m/s
0.8mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast17°C1.5m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30