04:41:44

ფირნიშები
Share |

საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

სეთურიძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი შესაბამის უწყებას საშუალებას მისცემს, გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ. 

„ჯერ კიდევ შარშან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალურ გზებზე, დასახლებულ პუნქტებში, სადაც ასევე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ფეხით მოსიარულეთა დაზიანება და სხვა სახის დარღვევები სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რასაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.



სხვა ამბები

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. დაწვრილებით  

ბერლინის მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არსებულ ბოდეს მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, მძარცველებმა მუზეუმში ფანჯრის მეშვეობით ღამის 03:30-საათზე შეაღწიეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30