14:55:38

ფირნიშები
Share |

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა.

„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა, სატელიტური მაუწყებლობის პლურალიზმი და მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოს გარდაქმნა. რიგი სკანდალების შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული თვალთვალი გარკვეულ გარანტიებს უნდა ექვემდებარებოდეს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას ნაკლებად აქვს ადგილი, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათ მიმართ მუქარის შესახებ. მედია კვლავ ძალიან პოლარიზებულია და მიუხედავად პროგრესისა, მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე. წამყვანი ტელეარხების მფლობელობასთან დაკავშირებული ომი შეშფოთების საგანია ქვეყანაში პლურალიზმის მომავლისთვის. მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის, „რუსთავი 2“-ის ბედი გამოცდას წარმოადგენს ამ კუთხით“, - ნათქვამია ანგარიშში. 

2017 წლის „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ნორვეგია
  2. შვედეთი
  3. ფინეთი
  4. დანია
  5. ნიდერლანდები


სხვა ამბები

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

ლონდონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა

ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილი კი სულ მცირე 20 ადამიანია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
19:00-00:00
Rainfrom east-northeast16°C1.6m/s
0.9mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30