23:37:51

ფირნიშები
Share |

ისტორიკოსი, თუშეთის მკვლევარი პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძე გარდაიცვალა.

ვალერიან ელანიძე დაიბადა 1931 წლის 11 იანვარს თუშეთში, სოფელ ჩიღოში. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1961-1999 წლებში მუშაობდა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე; 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ისტორია სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას; იკვლევდა თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხებს.

გამოცემული აქვს წიგნები: თუშეთის ისტორიის საკითხები (1988 წ); წოვა თუშების ვინაობის საკითხები (1990 წ); ზეზვა გაფრინდაული (1997 წ); ვინამ თქვა თუშთა დალევა?! (2001 წ); კახეთის ისტორიის პრობლემური საკითხები (2006 წ); ქალაქი თელავი და ერეკლე II (2013 წ).

ვალერიან ელანიძე იშვიათი გამონაკლისი იყო იმ პროფესორთაგან, რომლებიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებდნენ და მის გამოსწორებას ითხოვდნენ. 2013 წელს, როდესაც უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის შემცირების და ნეპოტიზმის ფაქტებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მასალა გამოაქვეყნა, ვალერიან ელანიძე აცხადებდა:

„აკადემიური საბჭოს ხუთეულმა დაღუპა თელავის უნივერსიტეტი. სტუდენტები აღარ დადიან ლექციებზე, საშინელი მდგომარეაობაა. ლექციებს ვკითხულობ, 50 სტუდენტი მყავს ჯგუფში და 5–6 მოდის. არავინ ამოწმებს. არც რექტორი მინახავს აუდიტორიაში, არც მისი მოადგილე. მიტოვებულია ასე უპატრონოდ ყველაფერი. სტუდენტები სხვა სასწავლებლებში გადადიან. სადაც არის დახურავენ უნივერსიტეტს“.

ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი იხსენებს: „ერთხელაც, ჩემი პატიმრობის დროს, სასამართლო პროცესზე მხოლოდ დედას ველოდი, მაგრამ შევცდი. ჩემს პროცესს დაესწრო, ისმენდა. ბოლოს, პროცესის დასრულებისას ბადრაგს ზემოდან დახედა (მაღალი კაცი იყო) და უთხრა, მისი მასწავლებელი ვარ, მიმიშვითო. ბადრაგი უხმოდ დანებდა და ჩემთან მოუშვა. მან თავისი მსხვილი, დიდი, ჯანით სავსე ხელი გამომიწოდა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არაუშავს ესეც გაივლის. შალვა ნუცუბიძე იყო იქ და მერე რა თუ სხვაც მოხვდება, მთავარია იკითხო და წერო. საკანში დაბრუნებული ვტიროდი, ოღონდ სიხარულით. მან მე მნახა და ხვალინდელი დღის იმედი მაჩუქა“.

ვალერიან ელანიძეს 27 აპრილს, ახმეტის რაიონის სოფელ ლალისყურში დაკრძალავენ.



სხვა ამბები

წნორში „ცოდნის კაფეში“ ჩაისა და ყავის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი

მსოფლიო პოეზიის დღესთან დაკავშირებით, 20-21 მარტს, წნორში მდებარე „ცოდნის კაფეში“ ყავისა და ჩაის საფასურის გადახდა ლექსით იქნება შესაძლებელი. „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, ყავისა და ჩაის შეკვეთის შემდეგ სტუმრები ექსპრომტად მოფიქრებულ ლექსს ფურცელზე დაწერენ, რომელიც მათი შეკვეთის საფასური იქნება.

დაწვრილებით  

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები - ილია II

ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
04:00-06:00
CloudyNNW20°C0.4m/s
0mm
06:00-12:00
Rainfrom south-southeast19°C1.1m/s
3.5mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30