02:45:44

ფირნიშები
Share |

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დამირ საგოლი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები, ოფიცრები და მაღალი რანგის სამხედრო ჩინოსნები სამხედრო აღლუმზე, რომელიც ერისა და ქვეყნის მამის, კიმ ირ-სენის 105 წლის იუბილისადმია მიძღვნილი.


გრეგ ლოკი - ფერილენდი, კანადა: ნიუფაუნდლენდის შტატის სანაპიროს დიდი ზომის აისბერგი მიადგა. იგი იმ აისბერგზე დიდია, რომელმაც „ტიტანიკი“ ჩაძირა.

ლუსი ნიკოლსონი - მერსედი, კალიფორნია: დეზირე კალდერონი, იგივე და ევი მარიხუანას ეწევა მერსედში მდებარე რელიგიურ ორგანიზაციაში, სახელად - The Sisters of the Valley, სადაც მონაზვნებს მარიხუანა „სამყაროს განსაკურნად“ მოჰყავთ.

გილერმო არიასი - ტიხუანა, მექსიკა: ქალი აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებულ მესერის მიღმა ნათესავს ესაუბრება.

კარლოს გარსია როულინსი - კარაკასი, ვენესუელა: ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო აქციებზე დაშავებულ დემონსტრანტს მეორე ეხმარება.

ქრისტოფ ენა - პარიზი, საფრანგეთი: შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ ნასროლი ავტომატური იარაღის ტყვიისგან გახვრეტილი მაღაზიის ვიტრინა შანზელიზეზე.

ალექსანდროს ავრამიდისი - სალონიკი, საბერძნეთი: ლტოლვილთა თავშესაფრად ქცეულ რკინიგზის სადგურზე 22 წლის ალჟირელი მამაკაცი, სახელად ჰაბიბი მიტოვებულ რკინიგზის ვაგონში ისვენებს.

მარკო ჯურიცა - მოსული, ერაყი: გოგონა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს ფოტოსთვის პოზირებს.

მაჰმუდ ჰამსი - ღაზას სექტორი, პალესტინა: პალესტინელი ბიჭი ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკში მოწყობილ საცხოვრებელში სახედარს ეკიდება.

კირილ კუდრიავცევი - ბაიკონური, ყაზახეთი: რუსული კოსმოსური ხომალდი Союз МС-04 გაფრენისას.

სხვა ამბები

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა.

დაწვრილებით  

სისხლის ახალი ანალიზი კიბოს ადგილმდებარეობას სიმპტომების გამოვლენამდე დაადგენს

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა სისხლის ახალი ტესტი, სახელად CancerLocator განავითარა, რისი მეშვეობითაც სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდება. კომპიუტერით მართვად ტესტს შეუძლია სხეულში იპოვოს ე.წ. ნაკვალევი, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაში გააჩნია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
07:00-12:00
Cloudyfrom west-1°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30