17:07:59

ფირნიშები
Share |

განათლების სამინისტრომ მაჯის საათებში 25 000 ლარი გადაიხადა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 90 ერთეული მაჯის ბრენდირებული საათი დაამზადებინა, რომლის ციბერბლატზეც სამინისტროს ლოგოა გამოსახული. საათები შვეიცარიული წარმოებისაა და მათ შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯა.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მაჯის საათების შესყიდვის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. მაჯის საათების შესყიდვის მიზანი სატენდერო დოკუმენტებში მითითებული არ არის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროში განუმარტეს, საათები თანამშრომლების წახალისების მიზნით შეიძინეს.

„საათების შესყიდვა სისტემის თანამშრომლების წახალისების მიზნით მოხდა. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საათი გაიცემა, მოგვიანებით შემუშავდება“, - ამბობს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნატა ასათიანი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 90 ცალი ბრენდირებული საათი, რომლის ციფერბლატზე ქარხნული წესით უნდა ყოფილიყო გამოსახული ამავე სამინისტროს ლოგო. საათების მწარმოებელია შვეიცარიული ფირმა „chrono ag“, თითოეული საათის ღირებულება კი დაახლოებით 278 ლარს შეადგენს.

ტენდერის პირობებით, შესასყიდი საათების სხვა ტექნიკური მახასიათებლები ასეთია: პოლირებული ფოლადის კორპუსი; საფირის მინა, რომელიც არ უნდა იმტვრეოდეს და იჩხაპნებოდეს; კვარცის მექანიზმი; წყალთმედეგობა - არანაკლებ 50 მეტრისა; ნატურალური ტყავის სამაჯური (ანტიალერგიული) და ა.შ.

ჩატარებულ ტენდერში მისმა ერთადერთმა მონაწილემ - შპს „და ვინჩიმ“ (ს/კ - 406177783) გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება სამინისტრომ 2017 წლის 4 იანვარს გააფორმა. მაჯის საათების სამინისტროსთვის მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში განხორციელდა.

ცნობისათვის, შპს „და ვინჩი“ 2016 წლის 20 მაისს არის დარეგისტრირებული, - მისი დირექტორი და 100 % წილის მფლობელია გიორგი გიორგაძე. აღსანიშნავია, რომ დაფუძნებიდან დღემდე ამ კომპანიას არცერთ სხვა ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. 



სხვა ამბები

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

დაწვრილებით  

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 19.09.17
21:00-00:00
Clear skyfrom south-southwest22°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 20.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.4m/s
0mm
ხუთშაბათი 21.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C1.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30