13:57:33

ფირნიშები
Share |

ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა 11-12 მარტს, ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა“, - განმარტავენ შსს-ში.

11 მარტს, ბათუმში სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები ჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოგვიანებით მათ პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ათეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ფაქტზე დააკავეს და გაათავისუფლეს, ამასთან, სისხლის სამართლის ბრალდებით 18 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.



სხვა ამბები

ორ თვეში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 1 277 დაშავდა

2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. მათ შორის 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

დაწვრილებით  

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 51 წლის მამაკაცი დააკავეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 24.09.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom east22°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 25.09.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast21°C1.6m/s
1.4mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 10:00-16:00
Rainfrom east11°C1.7m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30