12:13:47

ფირნიშები
Share |

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარი. თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.



სხვა ამბები

სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ბრალდებული იარაღის მუქარით თავს დაესხა სოფელ ნანიანში მდებარე სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ფული და მობილური ტელეფონი გაიტაცა.

დაწვრილებით  

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება“.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
17:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30