14:07:14

ფირნიშები
Share |

პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს [Photos]

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.

„სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებლობა აღდგომამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. კედლები თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო ამოყვანილი. მაგრამ როდესაც აღდგომა დღეს ადგილზე მივიდა ქალბატონი, რომელიც ეკლესიას აშენებს, კედლები მიწასთან გასწორებული დახვდა. მშენებარე ეკლესიის დანგრევის შესახებ ჩვენ პოლიციიდან გვაცნობეს. ვის აძლევს ხელს პანკისის ხეობაში, ქრისტიანული ტაძრის ხელყოფა? რა საფრთხეს გეგმავენ ამ ვანდალური დარბევის ავტორები და მათი წამქეზებლები, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ. პანკისის ხეობის სოფელი ჯოყოლო, რომელიც დღეს ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, ცნობილია სხვადასხვა ეპოქების ქრისტიანული ტაძრებითა და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებით“, - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა.

პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ბალთაგორის კოშკის ქვემოთ, შუა საუკუნეების ნამოსახლარზე, ეკლესიის ნანგრევებზე მცირე ზომის ეკლესიას სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ელიზბარ ცისკარიშვილის ოჯახი აშენებდა. ეკლესიის მშენებლობაში ელიზბარ ცისკარიშვილის მეუღლეს, ქალიშვილის ქმარი, ბიზნესმენი გია გვიჩია ეხმარება. რუსული მედიის მონაცემებით, გია გვიჩია 65 მილიონი დოლარის მფლობელია.

ეკლესიის მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული არც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

მშენებარე ეკლესიის დანგრევის საქმეს ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილება სწავლობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.



სხვა ამბები

სააღდგომო დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევებზე 60 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, 14-16 აპრილს, სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. ცენტრის მონაცემებით, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი. დაწვრილებით  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო [Photos]

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოსთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
18:00-00:00
Partly cloudyfrom west9°C1.0m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30