06:45:01

ფირნიშები
Share |

„გირჩი“ წვევამდელებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას სთავაზობს

„გირჩმა“ დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესაძლებლობას სთავაზობს. „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის სამხედრო სამსახურიდან 6 ადამიანია გათავისუფლებული.

„ამ რელიგიის სახელით მღვდელმსახურებად ვარეგისტრირებთ ადამიანებს. ეს ყველაფერი არის 100%-ით ლეგალური. ისინი შესაბამის რაიონების გამგეობაში აბარებენ ამ საბუთებს და თავისუფლდებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. უკვე გათავისუფლდა 6 ადამიანი და ამ წუთში, ერთგვარი რიგი გვიდგას“, - ამბობს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე „რუსთავი2“-თან ინტერვიუში.

„ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახურის ნიკა ობოლაძის თქმით, მღვდელმსახურად დარეგისტრირებისთვის საკმარისია, რომ წვევამდელი არ იყოს ჰომოფობი, პრორუსი, ფაშისტი და მთავარ ღირებულებად ადამიანი მიაჩნდეს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევაზე პასუხისმგებელი უწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, სადაც აცხადებენ, რომ საგაზაფხულო გაწვევა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.



სხვა ამბები

შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაწვრილებით  

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
11:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest11°C0.2m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast12°C0.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west8°C1.3m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast13°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Light rainfrom northwest6°C3.9m/s
0.9mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30