03:00:11

ფირნიშები
Share |

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით,  ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს კანონში ასახულ ცვლილებებს დაწვრილებით განუმარტავს.

„კანონი ძალაში შევა 1-ლი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. დავიწყეთ უკვე მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის.  ამოქმედებამდე მოქალაქეებს სწორად განვუმარტავთ,  როგორი იქნება ახალი წესები  და  როგორ აღსრულდება ისინი. ვეცდებით, ყველამ იცოდეს, თუ როგორ უნდა შეამოწმონ, რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცვლილებების თანახმად, შემოდის მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა. ეს ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება.  კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. ამ უფლების მისაღებად მძღოლმა გამოცდა ხელახლა უნდა ჩააბაროს, ხოლო კალენდარული წლის განმავლობაში ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ახალი ცვლილებების მიხედვით, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.



 

სხვა ამბები

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

რუსთავის საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს

რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბაღის გამგემ განუცხადა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საეჭვო ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
07:00-12:00
Cloudyfrom west-1°C2.0m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom south-southeast6°C0.4m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-southeast2°C1.8m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom north-northeast6°C0.8m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 10:00-16:00
Cloudyfrom southeast6°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Partly cloudyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30