09:26:16

ფირნიშები
Share |

უნგრეთში სწავლა 50-ის ნაცვლად 80 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  2017 წლიდან 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთში სტიპენდიით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნონილი.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნგრელმა კოლეგამ ასევე გამოთქვა ინიციატივა საშუალო განათლების მიმართულებით სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე.

„უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლიდან, 50-ის ნაცვლად, უკვე 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს სტიპენდიებით სარგებლობას. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს იმისთვის, რომ მან დღეს გააჟღერა ინიციატივა ასევე საშუალო განათლების მიმართულებით მათი მხრიდან სტიპენდიების გამოყოფის თაობაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა საშუალო განათლების დონეზეც შეიძინონ პრაგმატული უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს დღეს ეწვია. მას თბილისში საპროტესტო აქციით დახვდნენ. საზოგადოების ნაწილმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) დაუჭირა მხარი და მისი შესაძლო დახურვა გააპროტესტა.




სხვა ამბები

დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა. დაწვრილებით  

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
14:00-18:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30